რეფორმერი საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის ახალ რეგულაციებს ეხმაურება
პარტია რეფორმერი "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები. როგორც პარტიის წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი აცხადებს. ეს ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და შესაძლოა, მისი გამოყენება ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ გამოიყენოს.
"2020 წლის 10 ივლისს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ უკვე მესამე წელია, "თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის". ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9% -ით გაიზარდა, 2019 წელს შეტანილი იყო 21 570 განაცხადი, 2018 წელს კი – 19 730 განაცხადი", — აცხადებს გიორგი ავაზაშვილი.
მისი თქმით, ცხადად ჩანს, რომ თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იზრდება. ამის დამადასტურებელია თუნდაც, 30 აგვისტოს ბრიტანულ გაზეთში გარდიანი ფილიპ ოლტერმანის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხება გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობასა და სტატისტიკას. აღნიშნული სტატისტიკის, 2020 წლის მონაცემებით, საქართველო ნიგერიასა და სომალთან ერთად იმ ქვეყნების სამეულშია, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაკადის გადინებაა", — აღნიშნავს ავაზაშვილი.
"ამასთან, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას", — აცხადებს რეფორმერის წევრი.
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში 2 სექტემბერს დამტკიცებული ცვლილებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს და აშ.
გიორგი ავაზაშვილის თქმით, ასეთი რეგულაციების მიღება პარლამენტის მიერ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ერთი შეხედვით ბუნებრივი ფაქტია. "მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება, ჩნდება კითხვა: ხომ არ მოდის ეს საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში? ამასთან ასევე იქმნება ახალი ბერკეტი ხელისუფლების ხელში, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჩაერიოს და ხელი შეუშალოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ან სხვა ნებისმიერ პირს (საქართველოს მოქალაქეს) გადაადგილდნენ შენგენის წევრ-ქვეყნებში", — აღნიშნავს ის.
როგორც პარტია რეფორმერში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა იყოს უკან, საბჭოთა რეალობაში დაბრუნება. "იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი რეგულაციების გამოყენება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისკენ და სახელისუფლებო წრეების მიერ არ იქნება გამოყენებული ბოროტად, წინაამდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უკან საბჭოთა რეალობაში დაბრუნება", — აცხადებს რეფორმერის წევრი გიორგი ავაზაშვილი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები