ევროპულმა საქართველომ სენაკის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებთან საზეიმო შეკრება გამართა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპულმა საქართველომ სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მხარდამჭერებთან ერთად საზეიმო შეკრება გამართა.
შეკრებას მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა.
გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და მათ პარტიის პროგრამაზე ესაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ევროპული საქართველო სწორედ მათთან ერთად განახორციელებს გარდამტეხ ცვლილებებს. დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველო იქნება გუნდი, რომელიც ქვეყანას ამ მძიმე კრიზისიდან გამოიყვანს. გიგი უგულავას თმით, სწორედ ევროპული საქართველო იქნება ის კომპასი, რომელიც ქვეყანასა და ხალხს სწორი მიმართულებით წაიყვანს.
გიგა ბოკერიამ საზეიმო შეკრებაზე მხარდამჭერებს წარუდგინა აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია, რომელიც ევროპული საქართველოს გუნდს შეუერთდა.
"მადლობა ყველას აქ ყოფნისათვის, მადლობა თქვენ ყველას წინასწარ იმ ბრძოლისა და შრომისთვის, რომელშიც ერთად ვიქნებით შემდეგი 2 თვე. რაც მთავარია, ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ივანიშვილს გავუშვებთ სახლში, შემდეგ გვექნება ერთად სამუშაო, ჩვენ და თქვენ ამ ქვეყანას ერთად უნდა მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა შევუმციროთ ხალხს წნეხი, რათა მეტი სარგებელი დარჩეთ მათ ჯიბეში. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც თქვენთან ერთად უნდა განვახორციელოთ, რათა ყველა ოჯახს 2000 ლარით ნაკლები ხარჯი ჰქონდეს გადასახადების შემცირებით. ის ქონება, რომელსაც ბიუროკრატები ფლანგავენ, ხალხს უნდა დაუბრუნდეს კერძო საკუთრებაში, რათა ეკონომიკა ამუშავდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს ისტორიაში პირველად, თქვენი დახმარებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რათა თან კრიმინალს არ ავაშვებინოთ თავი, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს, და თან გვქონდეს თავისუფალი სასამართლო. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვჭირდება, ეს არის გზა, საითაც უნდა ვიაროთ და თქვენთან ერთად უნდა ვიყოთ ეს კომპასი, რათა ამ ქვეყანამ ამ გზას აღარ გადაუხვიოს. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გუნდს შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ მრავალი წელია, ადამიანი, რომელიც მაგალითი იყო ეროვნული მოძრაობის საწყისიდან ამ ქვეყნის პატრიოტიზმის, სამოქალაქო ღირებულებებისა და წესიერების. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს დიდ თემს იმ ადამიანების, ვინც ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა რუსეთმა, გამოდევნა აფხაზეთიდან, ეს ადამიანი არის მალხაზ პატარაია და მიხარია, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ის თქვენთან ერთად იქნება ნაწილი იმ გუნდის, ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. ერთად ვიბრძოლოთ ეს ორი თვე და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ რათა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"თუ რომელიმე გუნდი საქართველოში არის, ვისაც აქვს ხედვა, ცოდნა და კომპეტენცია, ენერგია და იცის, თუ რა გზით უნდა წაიყვანოს ქვეყანა, ვინც შეიძლება ხალხს ემსახუროს, როგორც კომპასი, იმ უიმედობისა და პრობლემების ოკეანეში, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ — თუ ასეთი გუნდი არსებობს, ამ გუნდის სახელია ევროპული საქართველო, ამ გუნდის წევრები ხართ თქვენ და ეს გუნდი თქვენთან ერთად იბრძვის გამარჯვებისათვის", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ამ ქვეყანას ქმნის ადამიანი, სწორედ ადამიანს სჭირდება სასამართლო, მას სჭირდება დაბალი გადასახადი, რათა მეტი ფული დარჩეს მის ოჯახს, ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის განვითარებას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიდა და დადგა, ახლა უნდა ვიყოთ კომპასი და როცა გვკითხავენ, თუ რა იქნება შემდეგში, ვეტყვით, რომ იქნება კოალიცია, იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, დაბალი გადასახადი, თავისუფალი სასამართლო, აღარავინ აღარ იქნება ბატონი, მოვა ხელისუფალი, გემსახურება და წავა. ეს არის ევროპული გზა და ეს არის ევროპული საქართველოს პროგრამა", — განაცხადა გიგი უგულავამ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები