შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საუბრები — TV პირველი ვიდეოებს ავრცელებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ტელეკომპანია პირველი ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, გლდანის ციხეშია გადაღებული და მასზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები არიან ასახული. როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, სხვადასხვა საკანში ჩამონტაჟებული იყო ფარული ვიდეოკამარები და ჩანაწერები ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
ერთ-ერთი ვიდეო, TV პირველის მტკიცებით, ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გადაღებული. აღნიშნულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, თვითონ რევაზიშვილი ამბობს, რომ სურს იპოვოს ადამიანები, რომლებიც დაემუქრებიან მისი ყოფილი თანასაკნელის, კობა ჩიტიძის ოჯახს. ამასთან, მასთან ერთად საკანში მყოფი პირი ამბობს, რომ მსგავსი შურისძიება არასწორი იქნება.
როგორც ტელეკომპანია ამბობს, კობა ჩიტიძე ოჯახში ძალადობისთვისაა ბრალდებული. როგორც ჩიტიძემ გამოძიებას მოუყვა, რევაზიშვილმა საკანში მას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა აღუწერა.
მეორე ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს კამერაში. როგორც აუდიოჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ ზ.ხ. ამბობს, რომ თუ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მამამისი შურს იძიებს.
კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლავ ზ.ხ. საუბრობს. სავარაუდოდ, ზ.ხ. ამბობს, რომ ვერ ხვდება ტოიტა ქამრის მეექვსე მგზავრს, ვასილ მახარაძეს ბრალი რატომ არ დაუმძიმეს. მისივე თქმით, ის და მახარაძე იმ ღამით ერთნაირად იქცეოდნენ, თუმცა ბრალი მხოლოდ მას დაუმძიმეს.
"შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით მეთქი, მაგრამ არ წამოვიდნენ", — ისმის ვიდეოში, თუმცა დაუდგენელია ვინ ამბობს ამას და ზუსტად რას გულისხმობს, მაგრამ სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილი იგულისხმება.
მეოთხე ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი ბრალდებულის საკანშია გადაღებული, თუმცა TV პირველი არ ამბობს, ვინ საუბრობს ვიდეოში. იქ ერთ-ერთი პირი ახსენებს ანა გაბაჩევას. მისი თქმით, გაბეჩავა შეხვდა დაბადების დღის მონაწილეებს და სთხოვა ფულის შეგროვება, რადგან პანდემიის დროს წვეულების მოწყობისთვის აჯარიმებდნენ.
როგორც ტელეკომპანია ამბობს, მათ კიდევ აქვთ ვიდეოჩანაწერები და კვლავ აპირებენ გასაჯაროებას.
აღნიშნულ ჩანაწერებზე On.ge დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. უწყებაში განაცხადეს, რომ ეს არაა მათ მიერ გადაღებული კადრები, რადგან ისინი მხოლოდ ვიდეოთვალთვალს ახორციელებენ და კანონის შესაბამისად, ხმას არ იწერენ. ამასთან, ვიდეოკონტროლი ყველა საკანში არ მიმდინარეობს. როგორც პენიტენციურში განმარტავენ, სავარაუდოდ, ვიდეოები პროკურატურის მიერ სასამართლო განჩინების საფუძველზე საქმის გახსნის მიზნით არის მოპოვებული.
On.ge პროკურატურასაც დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები