ვერცერთი ხელისუფლება გააკეთებს ერთ დასახლებაში იმაზე მეტს და ხარისხიანს, ვიდრე აქ მაცხოვრებლები — ნაკაიძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, დღეს მოსახლეობაში მკაფიოდ არის ცვლილებების მოლოდინი. ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ განხვავებით სხვა პარტიებისაგან, ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს დანაპირებს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, გადასახადების შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა და რეალური თვითმართველობის მიცემა ხალხისთვის მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს, ხოლო ევროპული საქართველო იქნება სწორი მიმართულების კომპასი.
"ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო შეხვედრებს, ვეწვიეთ ძალიან საინტერესო და იმედიანი ხალხით დასახლებულ სოფელ ყოროლისთავს. ქალაქ ბათუმიდან15-20 წუთის სავალზე გვაქვს უნიკალური ადგილები, განუმეორებელი ბუნების პეიზაჟებით, სადაც ცხოვრობენ ძალიან გულიანი და ცვლილებების მოლოდინით აღსავსე ადამიანები. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებისგან ისმის ისაა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, საჭიროა ცვლილებები და ეს ძირეული ცვლილებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასწარაფოდაა გასატარებელი", — განაცხადა ნაკაიძემ.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები იძლევიან უამრავ დაპირებას, რეალურს თუ არარეალურს, ყველა ღონეს მიმართავენ რათა ამომრჩეველთა ყურადღება მიიპყრონ. "ჩვენ, განსხვავებით სხვებისგან, არ გპირდებით - მე გაგიკეთებ, ჩემი პარტია გაგიკეთებთ, სოფლის გზებს, სკოლებს, ქუჩებს, გარე განათებებს, მოაწყობს გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას, აგიმუშავებთ საწარმოებს და ა.შ. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, შევქმნათ სახელმწიფოს ისეთი მოდელი, სადაც ჩვენი ხალხი თავის უბანში, სოფელში, დაბაში, მთაში თუ ბარში, თავისი ფულით (რომელსაც დღეს ცენტრალური და ა.რ. ხელისუფლება განკარგავს), თვითონ შეძლებს თავისი სოფლის მოწესრიგებას, სოციალურად დაუცველის დახმარებას, რადგან მიგვაჩნია, სახელმწიფო ბიუროკრატზე უკეთ იცის სად რა პრობლემაა, ვის როგორ უჭირს და ვის როგორ სჭირდება დახმარება", — აღნიშნავს ნაკაიძე.
"გამომდინარე აქედან ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ თვითმმართველობის ფორმირება დაიწყოს ორთაბათუმი-ყოროლისთავიდან და გვჯერა მოკლე დროში ჩვენი დასახლებები იქცევა პატარ პატრა წარმატებულ ქალაქის ტიპის დასახლებად. ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, რაც არ უნდა კეთილშობილი იდეებით იყოს შეარაღებული, ვერ გააკეთებს ერთი კონკრეტულ დასახლებაში იმაზე მეტს და ხარისხიანს, ვიდრე ისევ ამ დასახლების მაცხოვრებლები", — განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები