გიორგი ვაშაძე — ზუგდიდის რაიონში ახლა უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალია, ვიდრე ერთი თვის წინ
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
პოლიტიკური მოძრაობა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის გუნდთან ერთად აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ზუგდიდის რაიონის ამომრჩევლებთან. ის მათ პრობლემებს გაეცნო, თავის მხრივ კი, ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
"ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ. გაიზარდა კრიმინალი და საკმოდ მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა. დღეს კიდევ მეტი მოხუცი თუ ახალგაზრდა დამხვდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს არის ის, რაც მოიტანა 'დამსხვრეული ოცნებების' ივანიშვილის მთავრობამ ბოლო რვა წლის განმავლობაში. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ქალაქი და სოფელი აყვავდებოდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა ქვეყანაში. სწორედ აქ იდგნენ ზუგდიდში, თქვენთან ერთად, თქვენ წინაშე და გასცემდნენ უპირობო დაპირებებს, რომ საქართველოში არ იქნებოდა არცერთი დაჩაგრული ადამიანი", — ასე მიმართა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, შეკრებილ მხარდამჭერებს.
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, მისი თქმით, "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დაპირებებს შეეხო, რომელმაც 8 წლის განმავლობაში არცერთი არ შეასრულა. ამასთანავე ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ ოცნებების მთავრობისთვის სამეგრელო არის დავიწყებული რეგიონი: მათ არ აინტერესებთ, რომ მოქალაქეები მარტო დარჩებიან სიღარიბესა და დანაშაულთან; მათ არ ადარდებთ, რომ ხალხი ცხოვრობს შიშსა და უიმედობაში და ამ ფონზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ.
"კითხვა მაქვს თქვენთან: ცხოვრობთ ახლა ბევრად უფრო კარგად, ვიდრე რვა წლის წინ ცხოვრობდით? გაუმჯობესდა საქართველოში სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე რვა წლის წინ იყო? იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში? სამწუხაროდ, პოზიტიურს ვერაფერს მეტყვით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოშია, ეს არის ის უმძიმესი რეალობა. რვაწლიანმა 'დამსხვრეული ოცნებების' მთავრობამ დაამსხვრია საქართველოს პერსპექტივა, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გაღარიბდა, ამ ფონზე კი კრიმინალი გამძვინვარდა. სამი უმძიმესი პრობლემა, რომელიც დღეს ახლა ქვეყანაში გვაქვს: პირველი — ეს არის შიმშილი, სიღარიბე და გაუსაძლისი გაჭირვება, რაც ქვეყანაში მოიტანა ამ მმართველობამ; მეორე — გამეფებული კრიმინალი; მესამე — ჩვენი საგარეო ვექტორის სრული მორღვევა. აი, ეს მოიტანა 'ქართული ოცნების მმართველობამ'. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სანქციებს გვიწესებს ჩვენ, საქართველოს, მაშინ როცა ნომერ პირველი პარტნიორები ვიყავით რეგიონში. არ ვაპირებ, შევეგუო ამ უსამართლობას, ამას არ დავუშვებ", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა.
გიორგი ვაშაძე ოცნების მთავრობის მხრიდან დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და კითხვებით მიმართა: "ამ დღეებში არაერთი პრეზენტაცია ჰქონდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ისევ და ისევ უამრავ დაპირებებს გასცემენ და გუშინ მოვისმინე, რომ ყველა სოფელში გზა უნდა გავიყვანოთ! კითხვას ვსვამ, სად იყავით რვა წელი? რატომ არ გაიყვანეთ ეს გზა? თეთრიწყაროში ჩავიდნენ და მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. სად იყავით რვა წელი და რატომ არ მოაგვარეთ ეს წყლის პრობლემა? მითხარით, სად არის ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელსაც ჰპირდებოდით. რატომ არ არის არცერთი საქართველოს მოქალაქე, თქვენი ნათესავ-მეგობრების გარდა, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ ქვეყნის განვითარება? როდემდე უნდა მოატყუოთ ხალხი? როდემდე უნდა დაჩაგროთ საქართველოს მოსახლეობა? როდემდე უნდა გაუქროთ მომავლის რწმენა ქართველ ახალგაზრდებს? როდემდე უნდა ძარცვოთ პენსიონრები, რომლებიც 36%-იან სესხს იხდიან 'ლიბერთი ბანკში'? როდემდე უნდა ამყოფოთ უმძიმეს მდგომარეობაში დევნილები, რომლებსაც კაპიკებს აძლევთ და საცხოვრებლითაც კი ვერ უზრუნველყავით ამ რვა წლის მანძილზე?"
ვაშაძე მისასალმებელ სიტყვაში საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ თანამოქალაქეების პრობლემებსაც შეეხო: "ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ამ უსამართლოდ დევნილი ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში, მშვიდობიანი, ღირსეული დაბრუნება. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენ წინაშე ვდგავარ. ესაა სწორედ სტრატეგია აღმაშენებლის უმთავრესი და უპირველესი ამოცანა — ერთიანი ძლიერი საქართველო".
შეხვედრის დასასრულს გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამოქმედო გეგმებიც გააცნო.
"ყველა იმ შეუსრულებელ დაპირებაზე პასუხი ჩვენ ერთად უნდა გავცეთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უნდა ვუთხრათ 'დამსხვრეული ოცნებების' პარტიას, რომ დამთავრდა ტყუილები, დამთავრდა ეს უბედურება და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. აღმშენებლობაა 'დამსხვრეული ოცნებების პარტიის' ერთადერთი ალტერნატივა. 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს ჩვენ — აღმშენებლობა ან 'დამსხვრეული ოცნებების' პარტია, საქმის კეთება ან ეს გაუსაძლისი გაჭირვება, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება! რეგიონის ლიდერის ფუნქციის დაბრუნება საქართველოსთვის ან ჩაკარგვა მთელს რეგიონში, აშშ-ს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა ან სანქციები, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს. სტრატეგია აღმაშენებელი არის იმის რწმენა, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, რომლითაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი შვილები და თაობები იამაყებენ. ეს აღმშენებლობის ახალი ერა დაიწყება 31 ოქტომბრიდან", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
კომენტარები