ბოკერია: შევძლებთ ისეთი ცვლილებების მოტანას, რომელიც ამ მხარეს და საქართველოს სჭირდება
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუს აქვეყნებს.
გიგა ბოკერიას თქმით, მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ იყოს ფოთის,ხობისა და სენაკის ხმა საქართველოს პარლამენტში, ამრიგად მას ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე გაჰყვება. გიგა ბოკერიამ აღნიშნა ისიც, რომ მას სჯერა ცვლილებების არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მთლიან საქართველოში, ხოლო ცვლილებების გზა არჩევნებზე გადის.
"აქამდე სად იყავით — მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გამოვჩნდი, ჩემს მიმართ დასმული ყველაზე ხშირი და ლეგიტიმური კითხვა ალბათ სწორედ ესაა.
მე იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს შორის ვიყავი, რომელიც ხელისუფლებაში წლების მანძილზე იყო.
ხშირად მითქვამს და არც განმეორება მგონია ზედმეტი — ბუნებრივია ყველა პროცესზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მათზეც რომლის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, ან პირიქით — რომელთა გამოსწორებაც მიმაჩნია პოლიტიკაში ყოფნის მთავარ მოტივად. ყველა პოლიტიკურ ჯგუფში ფუნქციები განაწილებულია. ხელისუფლებაში ყოფნის წლებში, ჯერ იურიდიულ კომიტეტში ფართო პოლიტიკური რეფორმების გატარებაში ვიყავი ჩართული, შემდგომ კი საგარეო და უსაფრთხოების სფეროში გადავინაცვლე.
ბუნებრივია, ეს ბოლომდე არ მამართლებს, რადგან ეს ჩემი არჩევანიც იყო. არ ვყოფილვარ ფოკუსირებული სპეციფიკურად რეგიონების პრობლემებზე, მათ შორის არც ფოთში, ხობსა და სენაკში, საიდანაც ჩემი ოჯახის ძირებია. რასაც არ ვეთანხმები ისაა, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილების გამო, ახლა ამ პასუხისმგებლობის აღება ჩემგან ან არასწორია ან ისე დაგვიანებული რომ ვერ შევძლებ აუცილებელი ცვლილებების მოტანას.
ახლა მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე და როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გამყვება. ოღონდ იმის თქმა არ მინდა, რომ არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს მე ყველა შემთხვევაში ვიქნები იმ ადამიანების ხმა, ვისაც ახლა მხარდაჭერას ვთხოვ ფოთში, ხობში და სენაკში. ეს ხმა რამდენად ძლიერი იქნება, ეს ჩემზე და თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
ისიც ცოტა უსამართლო მგონია როცა მსაყვედურობენ, თუ რატომ გამახსენდა ახლა ბაბუაჩემის სახლი ფოთში, ახლა არ გამხსენებია, უბრალოდ ახლა პირველად შემოვედი აქტიურად ფეისბუქზე, ფოთშიც მეტ დროს ვატარებ და მომავალშიც გავატარებ. ბუნებრივად მეჩვენება ასეთი რამის გაზიარება მათთვის, ვისაც ჩემს მიმართ რაიმე ინტერესი აქვს. მხარდაჭერას გთხოვთ არა იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ძირები აქედანაა, არამედ მგონია რომ თქვენი მხარდაჭერით, შევძლებთ ისეთი ცვლილებების მოტანას, რომელიც ამ მხარეს და მთლიანად საქართველოს სჭირდება", — წერს გიგა ბოკერია საკუთარ Facebook გვერდზე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები