სიცრუეა, თითქოს ბრალდებულებს შიმშილობისთვის ტელევიზორი ჩამოართვეს — პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ადვოკატის განცხადება, თითქოს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვნებს შიმშილობის გამო ტელევიზორი ჩამოართვეს, სიცრუეა.
უწყებაში ამბობენ, რომ არც ლ.შ.-ს და არც ზ.ხ.-ს რელევიზორი არ ჰქონიათ და ჰქონდათ მათ თანამესაკნეებს, თუმცა რადგან მათ შიმშილობა გამოაცხადეს, მოხდა განცალკევება სხვა პატიმრებისგან. როგორც პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, ამის მიზეზი არის ის, რომ მოშიმშილე პატიმრებს შესაბამისი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ.
"ამასთან, დადგენილი წესის თანახმად, დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრის ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს. შესაბამისად, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს სხვა პატიმრებისგან განცალკევების შედეგად, ტელევიზორები იმ საკნებში იქნა გადატანილი, სადაც ამ ტელევიზორების მესაკუთრეები განთავსდნენ", — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე თქმით, ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს მათ პატიმრობის პირველივე დღიდან აქვთ უფლება, შეიძინონ ტელევიზორი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით.
"ამ უფლების შესახებ მათთვის ცნობილია და ეს ასევე უნდა იყოს ცნობილი მათი ადვოკატებისთვის", — აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ლ.შ.-მ და ზ.ხ.-მ შიმშილობა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ლ.შ.-ს მოთხოვნაა, მოეხსნას საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დაწესებული შეზღუდვა გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე, ხოლო ზ.ხ. შიმშილობს პროკურორის აცილების მოთხოვნით და ასევე ითხოვს, რომ მოხდეს მისი დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.
"ბრალდებულების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მათ ოჯახებს და დადგენილი წესით შეტყობინება გაეგზავნა მათ ადვოკატებსა და საგამოძიებო ორგანოსაც", — აღნიშნულია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, 20 აგვისტოს შიმშილობა გამოაცხადა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ა.ქ.-მ. უწყების ცნობით, ის ითხოვს, რომ მოხდეს მისი და საქმის სხვა ფიგურანტების დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.
"ამასთან, ბრალდებული ითხოვს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურისგან მიღებული მასალების გასაჯაროების საშუალება მიეცეს. მოცემული ბრალდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებაც დადგენილი წესით ეცნობება მის ოჯახს და საგამოძიებო ორგანოს", — აცხადებენ უწყებაში.
ადვოკატმა გიორგი გელხმაურმა, შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულები შიმშილობის გამო "დასაჯეს" და მათ კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს. მისი თქმით, სამი მოშიმშილე არასრულწლოვნიდან ორს, ზ.ხ-სა და ლ.შ.-ს კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს, გარდა ამ მუხლებისა, ბრალი განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც წარუდგინეს.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები