ჩავატარებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო ექსპერიმეტს — შაქარაშვილის საქმეზე მორაგბეების ადვოკატი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები მცხეთაში დამოუკიდებელ საგამოძიებო ექსპერიმენტს გეგმავენ. მათი კითხვები აქვთ იმ დროსთან დაკავშირებით, რაც საავტომობილო გზიდან გაქცევაში, გიორგი შაქარაშვილის შესაძლო ცემასა და მის წყალში გადაგდებას დასჭირდებოდა.
"ხვალ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი დროსთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია კონკრეტულ დროში განხორციელდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც პროკურატურას მითითებული აქვს მკვლელობის ნაწილში. ასევე, ჩავატარებთ ექსპერიმენტს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის ჩვენებასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ დაინახა ორი პირი, რომელიც გარბოდა. ასევე, ჩავატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს გურამ ამირხანაშვილის ჩვენებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში. გადავამოწმებთ რელიეფს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო იქ ჩასვლა, ადამიანის მოკვლა და უკუნით სიბნელეში უკან ამოსვლა. ჩვენთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტში თავისივე სურვილისამებრ რამდენიმე პიროვნება მიიღებს მონაწილეობას, ეს პირები საქმეში არ ფიგურირებენ, თუმცა ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას. არ გამოვრიცხავ და სავალდებულოც იქნება, რომ ეს პირები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ გამოკითხონ ", — აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ბიჭისდაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.
თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი — ძალადობის მუხლი დაემატა.
18-19 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში, დაქირავებულ სახლში გიორგი შაქარაშვილი რამდენიმე პირთან ერთად დაბადების დღეზე იყო. წვეულებაზე შეკრებილებიდან ნაწილი ერთმანეთს იცნობდა, ნაწილი — არა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს შორის იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, გამოძიება არ საუბრობს. მათი ვერსიით, დაპირისპირებაში შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება.
ფეხბურთელის ახლობლების ამბობენ, რომ დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად სახლი დატოვა და ავტობანზე ტაქსის გასაჩერებლად და თბილისში დასაბრუნებლად გავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე ხიდის სიახლოვესაც გაგრძელდა, რის შემდგომაც შაქარაშვილის კვალი იკარგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები