როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას? - არასამთავრობოების შეფასება
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს იმის შესახებ, ასრულებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სხვადასხვა სფეროს შესახებ დოკუმენტები განსხვავებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასა, მათ შორისაა:
კავშირი საფარი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, მწვანე ალტერნატივის, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, ელკანას, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭო და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
მდგომარეობის შეფასება:
თანასწორობა
"ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი ყურადღებას ამახვილებს ორსული ქალების, დედებისა და მშობლების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მთავრობას არ შეუტანია შესაბამისი ცვლილებები თავის საკანონმდებლო რეგულაციებში მათი გაუმჯობესების მიზნით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს თანასწორი მოპყრობის ნაწილში ჩამოყალიბებული სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ამ სფეროში პროგრესის არარსებობა აბრკოლებს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებას".
ბავშვთა უფლებები
"2015 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სპეციალურ ანგარიშში აღწერილი, ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჯერაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა უფლებების მონიტორინგის გაფართოების და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლის გაძლიერების საჭიროებაზე".
შრომითი უფლებები
"ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა შრომის კოდექსში, რაც ითვალისწინებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნას, რომელსაც შრომითი დავების გადაწყვეტა ევალება. დებულების მიხედვით სამმხრივი კომისია ყოველკვარტლურად უნდა შეიკრიბოს, თუმცა 2013 წელს შექმნილი კომისია ამ დრომდე მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია რჩება ქმედუუნარო ორგანოდ და ის არ ერთვება შრომითი დავების გადაწყვეტის პროცესში".
გარემოს დაცვა
"საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების, ტრანსპორტის სფეროებში დასახულია ისეთი მიზნები, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა გარემოზე. მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა".
ენერგეტიკა
"ენერგეტიკის სფეროში სუბსიდირებული ტარიფები (ელექტროენერგიის და გაზის) იწვევს ენერგოპროდუქტების არაეფექტიან გამოყენებას და აფერხებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას. საქართველოში ელექტროენერგიის და გაზის მასშტაბური სუბსიდირება ხდება, რის შემდეგაც ქვეყანა ერთ სულზე 2-3-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები, და იზრდება მისი დამოკიდებულება ენერგიის იმპორტზე. საჭიროა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში სუბსიდიების გადახედვა, რათა გაიზარდოს მათი ეფექტიანობა".
სოფლის მეურნეობა
"ახლო მომავალში სურსათის უვნებლობის დაცვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე მოხვედრის აუცილებელი წინაპირობა იქნება. საოჯახო მეურნეობები, რომლებიც სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების თითქმის 90%-ს წარმოადგენენ, იშვიათად არიან ინფორმირებულნი საკანონმდებლო მოთხოვნებზე".
განათლება და ახალგაზრდობა
"მართალია, 2016 წელი ბოლო წელია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად, ერთ-ერთი კონკრეტული და მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით აიღო საქართველომ - "პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონის მიღება ჯერ კიდევ არ არის შესრულებული".
კონფლიქტები
"მოცემული ფორმით საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორების შესახებ ხელს უშლის ასოცირების ხელშეკრულებით მისაღები სიკეთეების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ. აღნიშნულმა კანონმა შესაძლოა ასევე პრობლემები შექმნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გავრცელების კუთხით".
კულტურა
"მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა, კულტურული მემკვიდრეობა კვლავაც განიხილება როგორც ვიწრო სფერო და არა როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც უნდა აისახოს ყველა სხვა სფეროს პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. ეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც გამოიხატება კულტურული მემკვიდრეობის ავთენტურობის შელახვაში, ცალკეულ ძეგლთა განადგურებასა და კულტურული ლანდშაფტის ხელყოფაში".
მედია
"საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუდიოვიზუალური მომსახურების დირექტივის შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამისთვის კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსით აღჭურვა".
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები