ხელვაჩაურში ლელო საქართველოსთვის რიგით 25-ე რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა
ლელო საქართველოსთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რიგით 25-ე ოფისი გახსნა. გახსნას, აჭარის ორგანიზაციის წევრებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა. ლელოს რაიონულ ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს.
"ცვლილებების დიდ მოლოდინშია საზოგადოება. მას სურს, საქართველომ შეცვალოს გაჩერებული ტემპი და ახალი, უკეთესი რეალობა დადოს ლელოსთან ერთად. ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვართ ახლა. დღევანდელ დღეს ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იმის დადასტურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ცვლილებები და გაერთიანება სჭირდება. ლელო არის ის პლატფორმა, სადაც ვეპატიჟებით ყველას, რათა 30 წლიანი ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და დაიწყოს სერიოზული რეფორმები. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას აქვს ღარიბი ეკონომიკა, ლელოს კი აქვს კონკრეტული გეგმა, უახლოეს 5 წელში როგორ გაორმაგდეს ეკონომიკა. ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. მისი მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან გავიდნენ. ჩვენ აქ შევქმნით რეალობას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყანაში სიღატაკე დავძლიოთ. მე ამას მალაპარაკებს ის გამოცდილება, რომელიც კერძო სექტორში მაქვს და სახელმწიფო სექტორში ამ ნაბიჯს ასჯერ მეტი სიძლიერით გადავდგამთ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
"ლელო არის ადამიანების წარმატების გაერთიანება და ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ იმ წუმპედან, სადაც სხვადასხვა მმართველმა ჩააგდო. ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დაარსდა იმისთვის, რომ ყველას მოვუსმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ 30-წლიანი ჩიხიდან გამოვიდეთ. მივმართავ მეგობრებს, რომლებთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბერი გამოგვივლია. გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ ბრძოლის წინა ხაზზე და ახალგაზრდებს დავუდგეთ, რადგან ეს ქვეყანა მათია", - განაცხადა მერაბ აბაშიძემ.
რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე კომენტარი გააკეთა თაზო დათუნაშვილმაც: "ლელოს უერთდებიან პატრიოტი ადამიანები, რომ ერთად დიდ გუნდად, ახალ ძალად შევიკრათ. იმ ძალად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. გასული წლების განმავლობაში ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებიც გვპირდებოდნენ და არ ასრულებდნენ დაპირებას, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს ძარცვა, თითოეული ჩვენგანის ჯიბეში ჩაყოფილი ხელი ჩვენი ხელისუფლებების მხრიდან. ეს უნდა დამთავრდეს და ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი და მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეკუთვნის".
"დღეს ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში, სადაც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მთავარი ღირებულებები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. ის ნდობა რომელსაც თქვენ ჩვენ გვიცხადებთ, არის ვალდებულება, ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიაროთ სწორი გზით. „ლელო“ არის ახალი ძალა, რომელსაც შეუძლია და ვალდებულიცაა, აჭარაში დადოს გამარჯვების ლელო. მე მჯერა იმ ახალგაზრდების, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ძალაში არ ყოფილან და დღეს ჩვენს გვერდით არიან. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, არჩევანი იმისა, ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე და ვიცავთ მას, თუ მივდივართ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ბილეთებით ქვეყნიდან", - დასძენს ირაკლი კუპრაძე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები