K-Pop-ის ფანებისა და TikTok-ის მომხმარებლების თქმით, ტრამპის მიტინგზე ხალხის დასწრებას ხელი შეუშალეს
ფოტო: Getty Images
კორეული პოპის (K-pop) ფანები და TikTok-ის მომხმარებლები ამბობენ, რომ ოკლაჰომას შტატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიტინგზე დასასწრები ადგილები დაიკავეს და შემდეგ არ გამოცხადდნენ, რის გამოც დარბაზში ადგილები ცარიელი იყო. მიტინგი ქალაქ ტალსაში 21 ივნისს ჩატარდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას მოუწოდებდნენ, 11 ივნისიდან მიტინგზე დასასწრები უფასო ბილეთებისთვის რეგისტრაცია გაევლოთ. როგორც არაერთი ამერიკული გამოცემა წერს, K-pop-ის გულშემატკივრებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გააზიარეს და თავიანთ გამომწერებს მოუწოდეს, ბილეთებისთვის რეგისტრაცია გაევლოთ, შემდეგ კი მიტინგზე არ გამოცხადებულიყვნენ. გეგმამ დიდი პოპულარობა მოიპოვა TikTok-ზე, სადაც მას არაერთი მიმდევარი გაუჩნდა.
დარბაზში, სადაც ამომრჩეველთან ტრამპის შეხვედრა გაიმართა, 19 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა. ტალსას სახანძრო სამსახურში კი ამბობენ, რომ ტრამპთან შეხვედრაზე 6 200-მდე ადამიანი იყო.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ბრედ პარსკეილი აცხადებს, რომ მიტინგზე დასასწრები ბილეთის მისაღებად მილიონზე მეტი მოთხოვნა მიიღეს. ამასთან, კამპანიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ტიმ მორტოს თქმით, ქუჩაში სხვადასხვა აქციის მონაწილეებმა ტრამპის მხარდამჭერებს დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს, თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ქალაქში ცოტა საპროტესტო აქცია იყო. მცირე დასწრების ერთ-ერთ მიზეზად კორონავირუსიც დასახელდa
The New York Times-ის ინფორმაციით, TikTok-ზე მილიონობით ნახვა ჰქონდა ვიდეოებს, სადაც მომხმარებლებს მოუწოდებდნენ, ტრამპის მიტინგზე ბილეთები მოეპოვებინათ. როგორც YouTube-ის ბლოგერი და კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, ელაიჯა დენიელი ამბობს, ისინი ცდილობდნენ ინფორმაცია ჩუმად გაევრცელებინათ და ამისთვის ძირითადად Alt TikTok-ს იყენებდნენ.
"K-pop-ს, Twitter-სა და Alt TikTok-ს კარგი ალიანსი აქვთ, სადაც ერთმანეთის საშუალებით ინფორმაციას სწრაფად ავრცელებენ. ყველა მათგანმა იცის ალგორითმი და როგორ გაავრცელოს ვიდეო ისე, რომ სასურველი მიიღოს", — აღნიშნა დენიელმა.
მისივე თქმით, მომხმარებლების დიდი ნაწილი ვიდეოებს ერთ ან ორ დღეში შლიდა, რათა ინფორმაცია ინტერნეტში მასობრივად არ გავრცელებულიყო და ტრამპის კამპანიას ამის შესახებ არ გაეგო.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები