ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის წინა ხაზზე ის ხალხია, ვინც საქართველოშია — ოთარ კახიძე
ფოტო: არჩილ თალაკვაძე / FB
ევროპული საქართველოს ლიდერი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის წინა ხაზზე ის ხალხია, ვინც საქართველოშია. TV პირველის ეთერში საუბრისას იგი ამით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის "ბრძოლის წინა ხაზზე იქნება".
"აქ არის ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. აქაა ხალხი, ვინც ციხეში ჩაჯდა, ზოგს აღკვეთი ღონისძიბით აქვს პატიმრობა შეფარდებული, ზოგი სამაჯურით არის, ზოგი შინაპატიმრობით, ზოგს საქმეებს უღებენ თაროებიდან, ზოგი პროცესებზე დადის, მედიით დაწყებული, პოლტიიკოსებით დამთავრებული", — ამბობს კახიძე.
მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა თავისი არჩევანი გააკეთა და უკრაინაში მოღვაწეობს, თუმცა ამასთან ნაციონალურ მოძრაობაშიც აქვს "თავისი წონა".
"ალბათ, ნაციონალურ მოძრაობაში გიპასუხებენ, რომელ ხაზზეა ის მათ პარტიაში".
საქართველოში უკრაინის ელჩი მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 11 ივნისს დაიბარა. ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ელჩს შეხვდებიან, რადგან აქვთ კითხვები, რატომ ერევა "უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი" მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიდა საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში.
"მე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან და ამის შესახებ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩს [უკრაინის ელჩს საქართველოში] ჩვენ დავიბარებთ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგან ეს არის აშკარად პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის და მათ შორის არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის", — განაცხადა მან.
ზალკალიანი ამ ფორმით სააკაშვილის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი საარჩევნო პროცესში წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.
"სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენ უკრაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და რომელიც არის ძებნილი და რომელსაც ქართული მართლმსაჯულება 4 დამოუკიდებელი ქეისით სთხოვს პასუხს, სწორედ ამ მიმართულებით იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ითვალისწინებს ამას, ეს იყო გაფრთხილება და ეს იყო ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა მოქმედებაც მივიღეთ და რის გამოც ელჩი გამოვიწვიეთ", — განაცხადა მან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. როგორც სააკაშვილი ამბობს, საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს "ან საბოლოოდ დაიღუპება ქვეყანა, ან გაიმარჯვებს და მესამე ვარიანტი არ არსებობს".
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მანამდე მას უკრაინის პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა.
ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. თავდაპირველად, უკრაინაში აცხადებდნენ, რომ ეს სუვერენული ქვეყნის საქმეში ჩარევის მცდელობაა. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები