5 მიზეზი, თუ რატომ ვიმატებთ წონაში ინტენსიური ვარჯიშის მიუხედავად
ფოტო: Victor Freitas / Pexels
ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს დარბიხარ, სახლში ყოფნისას ვარჯიში არ გეზარება, პანდემიამდე სპორტული დარბაზი შენი მეორე სახლი იყო, მაგრამ სასწორი სასურველ ციფრებს მაინც არ აჩვენებს? ამ სტატიაში ხუთ კითხვას დაგისვამთ. მათზე პასუხები კი, შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმაროთ.
1. ნამდვილად ახერხებ კალორიების დაბალანსებას?
ფოტო: Brooke Lark / Unsplash
წონაში დასაკლებად იმაზე მეტი კალორიის დახარჯვა გჭირდებათ, ვიდრე იღებთ. თუმცა, ერთია კალორიების შემცირება და მეორეა ზედმეტად დიდი რაოდენობის კალორიაზე უარის თქმა. ეს უკანასკნელი კი სახიფათოცაა, რადგან ამ გზით ვეღარ მიიღებთ საკმარის ენერგიას და ვარჯიშის გაგრძელებაც გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, თუკი დღის განმავლობაში კვებას არ დააბალანსებთ, შესაძლოა, საღამოს გემრიელად დანაყრებაზე უარის თქმაც გაგიჭირდეთ.
დღის განმავლობაში რამდენი კალორიის მიღება გჭირდებათ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინტენსიურად ვარჯიშობთ. თუმცა, როგორც დიეტოლოგები ამბობენ, კალორიის დეფიციტი დღის განმავლობაში თქვენს ნორმაზე 500-ით ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო საერთო ჯამში სჯობს, მათი უმეტესობა დღის პირველ ნაწილში მიიღოთ.
2. მუდმივად შიმშილის გრძნობა გაქვს?
ფოტო: Charles Deluvio / Pexels
ეს, შესაძლოა, სულაც არ იყოს ცუდი თუკი ვარჯიშის შემდეგ მადა მოგემატათ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანები საკვებს იმ დროსაც იღებენ, როცა მაინცდამაინც არ შიათ. ეს ზოგჯერ რაიმე კონკრეტული საკვების მოთხოვნილებისგან ან თუნდაც სტრესისგანაა გამოწვეული. თუმცა, მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ვთქვით, თუ იმაზე მეტს იღებ ვიდრე წვავ, წონაში მატება გარდაუვალია.
დააკვირდით, იმიტომ ხომ არ გინდათ ჭამა, რომ მოიწყინეთ, დაიღალეთ ან ცუდ განწყობაზე ხართ? პასუხი მარტივია — ეცადეთ, საკვები მაშინ მიიღოთ, როცა ნამდვილად გშიათ, თანაც აირჩიოთ პროტეინითა და ბოჭკოთი მდიდარი საკვები — ბოსტნეული თუ დაბაკალორიული რძის პროდუქტები.
3. სმუზებს სახლში ამზადებ თუ მაღაზიაში ყიდულობ?
ფოტო: Toni Cuenca / Pexels
სმუზები ვარჯიშის განუყოფელ ნაწილად ითვლება, თუმცა ხშირად ის შაქრითა და კალორიითა სავსე და მარტივად შეუძლია, დახარჯული ენერგია წყალში ჩაგიყაროთ. კვების სპეციალისტები ამბობენ, რომ მაღალკალორიული ხილის, იოგურტისა და სხვადასხვა ტკბილი წვენისგან დამზადებული სმუზები ყველაზე დიდი "დამნაშავეები" არიან თქვენი წონის მომატების საკითხში.
გამოსავალი მარტივია: უკვე დამზადებული სმუზების ყიდვის ნაცვლად მარტივი სმუზები თავად სახლში მოამზადეთ. რაც მთავარია, ეცადეთ, სიარულისას მის დალევაზე უარი თქვათ. სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ როდესაც საკვებს (და სასმელსაც) დამჯდარი იღებ, ცოტაც საკმარისია იმისთვის, რომ თავი დანაყრებულად იგრძნოთ.
4. როგორ ითვლი კალორიებს?
ფოტო: Artur Łuczka / Unsplash
სარბენი ბილიკებისა თუ სავარჯიშო ველოსიპედების ეკრანზე ხშირად არცთუ სწორი ციფრები წერია. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ სავარჯიშო დანადგარებში არსებული კალორიების მთვლელი, ზოგ შემთხვევაში, თქვენ მიერ დამწვარ კალორიებზე 30%-ით მეტს აჩვენებს, ასე რომ, თუკი მათ ენდობით, შესაძლოა ზედმეტი საკვების მიღება პრობლემად არ მოგეჩვენოთ.
ამიტომაც, სჯობს, არ მიაქციოთ ყურადღება სავარჯიშო მოწყობილობებს. კიდევ უფრო უკეთესია, თუ თქვენს ცხოვრებას კალორიების თვლაში თუ არ გაატარებთ, მაგრამ წონის დასაბალანსებლად, სჯობს მაინც თავად განსაზღვროთ, რამდენ კალორიას წვავთ ვარჯიშისას და იღებთ კვების შემდეგ. ამაში დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის აპლიკაცია — ფიტნეს ტრეკერი, რომელიც კარდიო-დანადგარებზე უფრო რეალისტურ სურათს დაგანახებთ.
5. როგორ გძინავს?
ფოტო: Kate Stone Matheson / Unsplash
წონაში დაკლება ჯანსაღი კვების ვარჯიშისა და ძალების აღდგენის შედეგად მოდის. თუკი ამ სამიდან რომელიმე კომპონენტი ამოვარდება, სასურველი შედეგის დანახვა ნამდვილად გაგიჭირდებათ. ძალების აღდგენისთვის ძილი საუკეთესო გზაა, თუმცა ბევრი ჩვენგანი ამ რეჟიმს ხშირად უჩივის. არადა, თუკი საკმარისად არ გამოიძინებთ, თქვენს მადაზე პასუხისმგებელი ჰორმონების — ლეპტინისა და გრელინის გამომუშავება ირღვევა და შიმშილის გრძნობა ძლიერდება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ოთხი დღის განმავლობაში ძილის რეჟიმის დარღვევის შემდეგ თქვენი ორგანიზმი ცხიმების "შეგროვებას" იწყებს, ამიტომ, ცხადია, დაკლება გაგიჭირდებათ.
პასუხი მარტივია და თან რთული — ეცადეთ, ჩამოაყალიბოთ თქვენზე მორგებული ძილის რუტინა. ზრდასრული ადამიანისთვის დღე-ღამეში 7-8 საათიანი ძილია რეკომენდებული. ცხადია, ეს სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავდება, თუმცა თქვენი ბიოლოგიური საათის და ძილის რუტინის ჩამოყალიბებით ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებაში ხელს შეუწყობთ. ამგვარად, ვარჯიშის შედეგებიც უფრო მარტივად შესამჩნევი იქნება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები