Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება
ფოტო: Betterfly
კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა.
Betterhelp - Betterfly DDB-ის ახალი პროექტია, რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორი კომუნიკაციით შეინარჩუნოს მომხმარებელი, დროულად გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.
პროცედურა მარტივია: მომხმარებელი შედის ონლაინ პლატფორმაზე — betterhelp.ge — ავსებს უფასო კონსულტაციაზე მოთხოვნას, რომელშიც აღწერს ბიზნესს და აღნიშნავს გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილ მთავარ გამოწვევებს. გუნდი უკავშირდება განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და იწყებს რეკომენდაციის მომზადებას. ბოლო ეტაპზე მომხმარებელი იღებს მზა საკომუნიკაციო დოკუმენტს სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებისთვის.
"Betterhelp-ის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს ახალი ტრენდების ათვისებაში და ბაზრის ცვლილებებზე ადაპტაციაში, რათა ერთად შევძლოთ ეკონომიკის დასტაბილურება და ამ გამოწვევის დროულად დაძლევა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ ბიზნესს ახალ რეალობასთან შეგუებაში, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზე და შესაბამისად, ეკონომიკაზეც. სწორედ ამიტომ, გვსურს, გავუზიაროთ ორგანიზაციებს საკუთარი ცოდნა კომუნიკაციასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა ინდუსტრიების წამყვანმა პროფესიონალებმა. ისინი პროექტში ჩაერთვებიან მოწვეულ ექსპერტებად, რომ კიდევ უფრო მეტი სპეციალიზირებული და უტყუარი რეკომენდაცია მივცეთ ბიზნეს სექტორს“ — აცხადებს დავით ბალიაშვილი, სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის გენერალური მენეჯერი.
ეს ყველაფერი არ არის — კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეაქვთ, ბილბორდებით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ
Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის ბიზნესის ხელშემწყობი კიდევ ერთი კამპანია ამოქმედდა — Billboards Base. კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი შეაქვთ, სარეკლამო სივრცეებს იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ Billboards.ge-ზე. კამპანიის მიზანია, ბიზნესის დახმარება და მისი თითოეული გზავნილის საზოგადოებამდე ზუსტად მიტანა, რომ პანდემიასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს .
#betterfly #betterhelp #billboardsbase
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები