სტოიციზმი პანდემიისას: როგორ შეუძლია მარკუს ავრელიუსს ჩვენი დახმარება
რომის იმპერატორი, მარკუს ავრელიუსი, იმ ეპიდემიურ დაავადებას შეეწირა, რომელსაც მისივე საგვარეულო სახელი ეწოდებოდა. მის "მედიტაციებს" ბევრი რამის სწავლება შეუძლია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ შიშს, ტკივილს, შფოთვასა და დანაკლისს.
ფოტო: DEA / G DAagli Orti / De Agostini / Getty Images
რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუს ანტონინუსი ანტიკური ხანის უკანასკნელი ცნობილი სტოიკოსი ფილოსოფოსია. თავისი ცხოვრების ბოლო 14 წელი მან ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპიდემიასთან ბრძოლაში გაატარა. ანტონინის ჭირი, რომელსაც მისი საგვარეულო სახელი ჰქვია, დიდი ალბათობით, დღეისთვის ყავილის სახელით ცნობილი დაავადების აფეთქებით იყო გამოწვეული. ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებამ 5 მილიონი ადამიანი შეიწირა — მარკუს ავრელიუსის ჩათვლით.
ახალი წელთაღრიცხვით 166 წლიდან 180 წლამდე დაავადების აფეთქება რამდენიმე ტალღად განმეორდა. რომაელი ისტორიკოსების გადმოცემით, ამ პერიოდში მთელი ლეგიონები განადგურდა, ქალაქები და სოფლები მოსახლეობისაგან დაიცალა და ნანგრევებად იქცა. თავად რომიც საშინლად დაზარალდა — ყოველდღიურად ქალაქს გვამებით სავსე ურიკები ტოვებდნენ.
ამ ეპიდემიისას მარკუს ავრელიუსმა წიგნი დაწერა, რომელსაც დღეს მედიტაციების სახელით ვიცნობთ. მასში მან ის მორალური და ფსიქოლოგიური რჩევები ჩაწერა, რომელსაც ჟამიანობის დროს საკუთარ თავს აძლევდა. ტკივილით, დაავადებით, შფოთვითა და დანაკლისით გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად ის ხშირად მიმართავს სტოიკურ ფილოსოფიას. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მედიტაციები კონკრეტულად პანდემიის დასაძლევად საჭირო გონებრივი გამძლეობის გამოსამუშავებელი ერთგვარი სახელმძღვანელოა.
პირველ რიგში, სტოიკოსებს სჯეროდათ, რომ ჭეშმარიტი სიქველე ჩვენს ხასიათსა და ქცევებში სუფევს. ამიტომ ისინი ხშირად ახსენებდნენ საკუთრ თავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაერჩიათ ის, თუ რა იყო მათზე დამოკიდებული და რა — არა. თანამედროვე სტოიკოსები ამას "კონტროლის დიქოტომიას" უწოდებენ და მრავალ ადამიანს ამ განსხვავების გააზრებაც კი ეხმარება სტრესის შემცირებაში. ის, რაც მე მემართება, არასოდესაა მხოლოდ ჩემი კონტროლის ქვეშ — აბსოლუტურად ჩემზე არასოდესაა დამოკიდებული; სამაგიეროდ, ჩემი აზრებისა და ქცევების გაკონტროლება შემიძლია — ყოველ შემთხვევაში, ნებაყოფლობითების მაინც. პანდემია ჩემ კონტროლქვეშ არაა; აი, ჩემი საპასუხო ქცევა კი — არის.
ჟიულ ელი დელონეს 1869 წლის ნამუშევარი, ჭირი რომში.
ფოტო: Public Domain
ჩვენი აზროვნების უმეტესი ნაწილიც, თუ მთლიანი არა, ასევე ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომაც, "გვანაწყენებს არა მოვლენები, არამედ ჩვენი მათზე შეხედულებანი". უფრო ზუსტად, ჩვენი სჯა, რომ რაღაც ძალიან ცუდი, საშინელი ან კატასტროფულიც კია, იწვევს ჩვენში მწუხარებას.
ეს სტოიციზმის ერთ-ერთი ბაზისური ფსიქოლოგიური პრინციპია. ეს ასევე საფუძველია თანამედროვე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის, CBT-ისაც, რომელიც დღეისთვის ფსიქოთერაპიის დასაბუთებულად ეფექტიან მოწინავე ფორმად ითვლება. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ფუძემდებლები, ალბერტ ელისი და აარონ თ. ბექი ამბობენ, რომ სტოიციზმი მათი მეთოდისთვის ფილოსოფიური შთაგონების წყარო იყო. ჩვენ გვაშინებს არა თავად ვირუსი, არამედ ჩვენი შეხედულებები მასზე. ჩვენ გვაბრაზებს არა მათი უპასუხისმგებლობა, ვინც სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას არ იცავს, არამედ — ჩვენი აზრი მათ შესახებ.
მედიტაციების კითხვისას მრავალს აოცებს ის, რომ წიგნი იწყება თავით, სადაც მარკუსი ჩამოთვლის იმ თვისებებს, რომლებსაც იგი სხვებში — თავის 17-მდე მეგობარში, ოჯახის წვერსა და მასწავლებელში — სცემს პატივს. ეს სტოიციზმის ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკის განვრცობილი მაგალითია.
მარკუსი ხშირად ეკითხება თავს: "რა სათნოება მიბოძა ბუნებამ ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად?" ამას კი ბუნებრივად მოსდევს მომდევნო კითხვა: "როგორ უმკლავდებიან სხვა ადამიანები მსგავს გამოწვევებს?" სტოიკოსები ღრმად უფიქრდებიან ხასიათის ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორიცაა სიბრძნე, მოთმინება და თვითდისციპლინა, რაც მათ ძნელბედობის ჟამს მხნეობის მოკრებაში ეხმარებათ. ისინი ცდილობენ, რომ ეს სიქველეები რეალობაში გამოავლინონ და გამოიყენონ იმ ყოველდღიური სირთულეების დასამარცხებლად, რომლებთან გამკლავებაც პანდემიის მსაგვს კრიზისულ ვითარებებში უწევთ. ისინი სწავლობენ სხვა ადამიანებისგანაც. მისაბაძ მაგალითებად ისტორიული ფიგურები და მხატვრული პერსონაჟებიც კი გამოდგებიან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შედარებით მარტივად გასაგები ხდება სტოიციზმის მეორე მნიშვნელოვანი სლოგანიც: შიში მეტად გვაზარალებს, ვიდრე ის, რისიც გვეშინია. ეს გამოთქმა ზოგადად არაჯანსაღ ემოციებს ეხება, რომლებსაც სტოიკოსები passions, იმავე ვნებებს უწოდებენ, რაც მომდინარეობს სიტყვიდან პათოსი — pathos, საიდანაც წარმოიშვა სიტყვა პათოლოგიურიც. ეს მოსაზრება, პირველ რიგში, ზედაპირული, პირდაპირი გაგებითაც სწორია. მაშინაც კი, თუ პანდემიისგან გადარჩენის 99-პროცენტიანი ან უფრო მაღალი შანსი გვაქვს, მღელვარებასა და შფოთვას ჩვენი ჭკუიდან შეშლა და ცხოვრების დანგრევა შეუძლია. უკიდურეს შემთხვევებში ადამიანებმა, შეიძლება, საკუთარი სიცოცხლეც კი ხელყონ.
იორდანელი ფრანგი არქოლოგების მიერ 2015 წელს აღმოჩენილი მარკუს ავრელიუსის იდეალურად შემონახული თავი იორდანიის ანტიკურ ნაბატეურ ქალაქ პეტრაში.
ფოტო: Laurent Borel / AFP / Getty Images
ამ გაგებით, მარტივია იმის დანახვა, თუ როგორ გვნებს შიში იმაზე მეტად, ვიდრე ის, რისიც გვეშინია, რადგანაც ის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე. თუმცა ამ გამოთქმას სტოიკოსებისთვის უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს. ვირუსს მხოლოდ სხეულისთვის შეუძლია ზიანის მიყენება — ყველაზე უარეს შემთხვევაში მას შეუძლია, მოგკლას. მაგრამ შიში ჩვენი არსების მორალურ ბირთვში აღწევს. და თუ უფლებას მისცემ, მას შენში ადამიანურობის განადგურებაც კი შეუძლია. სტოიკოსებისთვის ეს სიკვდილზე უარესია.
სულ ბოლოს, პადემიისას შენ საკუთარი გარდაცვალების რისკის, შესაძლებლობისთვის თვალის გასწორება გიწევს. თუმცა შენი მოკვდაობა დაბადების მომენტიდანაა განსაზღვრული. უმრავლესობა ამ ჭეშმარიტების დავიწყებას ვარჩევთ. "არიდება" პრობლემებთან გამკლავების ადამიანებში ყველაზე გავრცელებული მექანიზმია. ჩვენ უარვყოფთ იმ აშკარა ფაქტს, რომ ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებით. სტოიკოსებს სწამდათ, რომ ჩვენი მოკვდაობისთვის თვალის გასწორებისა და მის შედეგებში ჩაწვდომის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენი შეხედულება სიცოცხლეზე რადიკალურად შეიცვალოს. ნებისმიერი ჩვენგანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდეს. სიცოცხლე სამუდამოდ არ გრძელდება.
გადმოცემის თანხმად, სწორედ ამაზე ფიქრობდა სასიკვდილო სარეცელზე მყოფი მარკუს ავრელიუსი. ერთი ისტორიკოსის მიხედვით, მისი სამეგობრო წრე საშინლად განიცდიდა მის მოახლოებულ სიკვდილს. მარკუსმა კი მშვიდად ჰკითხა მათ, თუ რატომ მოთქვამდნენ მაშინ, როდესაც სიკვდილიც და ავადმყოფობაც გარდაუვალობად უნდა მიეღოთ და უნდა გაეცნობიერებინათ, რომ ის ბუნების განუყოფელი ნაწილი და ადამიანური მოდგმისთვის განსაზღვრული ბედისწერა იყო. მედიტაციებში იგი ხშირად ეხება ამ თემას.
"ყველაფერი მოდის, რათა წავიდეს", — ეუბნება იგი საკუთარ თავს, — თავად ავადმყოფობა და სიკვდილიც კი ჩვენთვის "ისეთი ნაცნობნი უნდა იყვნენ, როგორიცაა ვარდი გაზაფხულზე და ხილი შემოდგომას". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარკუს ავრელიუსმა სტოიციზმში ათწლეულობით წვრთნის შედეგად საკუთარ თავს ასწავლა, სიკვდილს იმ ადამიანის სიმშვიდით შეხვედროდა, რომელსაც ეს წარსულში უკვე მრავალჯერ გაუკეთებია.
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
გადახედვა
-
შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
"ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს "ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს
გადახედვა
კომენტარები