საქართველოთი რომ არ ვიყოთ დაინტერესებული, არ ვინაღვლებდით, ვაგრძელებთ დიალოგს — კინზინგერი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ვაშინგტონში პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მათი შეშფოთება არ ნიშნავს "იმედგაცრუებას" ან "სიბრაზეს". რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, კონგრესმენი განმარტავს, რომ სურთ დარწმუნდნენ, ადრინდელივით მუშაობს, თუ არა საქართველოში დემოკრატია.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ხელისუფლება მათთვის ოპოზიციის მხრიდან მიწოდებულ მცდარ გზავნილებზე საუბრობს, კინზინგერი პასუხობს, რომ ყველაზე მეტი კომუნიკაცია მთავრობასთან აქვთ:
"ჩვენ ვართ შეშფოთებული და ამას გამოვხატავთ, თუმცა შეშფოთება არ უნდა იქნას იმედგაცრუენად ან სიბრაზედ აღქმული. ის უნდა აღვიქვათ ვითარებად, რომელიც მეგობრებს შორის არის. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნშვენლოვანია, და ვფიქრობ, საქართველოსთვისაც ასეა. ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ რეზოლუცია და ვაგრძელებთ საქართველოსადმი ერთგულებას. ნებისმიერი შეშფოთება რომელიც ჩვენ შორის არის, აშშ-ს ვალდებულებაა საქართველოსადმი. საქართველოთი რომ არ ვიყოთ დაინტერესებული, არ ვინაღვლებდით. გავაგრძელებთ დიალოგს რომ გადავჭრათ არსებული კრიზისი".
პარლამენტის სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ამერიკელ კონგრესმენებთან "ინტენსიურ კომუნიკაციას" მართავენ და პოლიტიკურ კონტექსტზეც "სრულ არგუმენტაციას" მიაწვდიან. გარდა ამისა, გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ეწვევა.
ვიზიტები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა მთავრობას კრიტიკული წერილები გაუგზავნეს. მათი შეშფოთების საფუძელი გახდა პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდება, უზენაეს მოსამართლეების არჩევის პროცესი, საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლა და ა.შ.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატებმა კრიტიკა კონგრესმენების "პირად ინტერესებსა" და "ცალმხრივ ინფორმაციას" დააბრალეს.
კონგრესმენების/სენატორების კრიტიკა
29 იანვარს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.
გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:
- აშშ-ს სენატის წევრები საქართველოს მთავრობას გამაფრთხილებელი წერილით მიმართავენ
- პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს — სენატორები
სენატორებამდე კრიტიკულ წერილებს საქართველოს მთავრობას კონგრესმენები უგზავნიდნენ. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების, ანაკლიის პორტის საკითხის, დემონსტრანტების დაშლისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას/
გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე:
- საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის — კონგრესმენი
- გაოგნებულები ვართ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო — კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში
- საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით — ამერიკელი კონგრესმენი გახარიას
- პოლიტიკური დევნა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია — აშშ-ს ოთხი კონგრესმენის წერილი გახარიას
- არჩევნები, ანაკლიის პორტი, FB-ს გაუქმებული ანგარიშები — რა საკითხებზე მიწერეს კონგრესმენებმა გახარიას
- პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, უზენაესი სასამართლო — ჰელსინკის სენატორის წერილი
- საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს — კონგრესმენი პიტ ოლსონი
- ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტია — კონგრესმენი პიტ ოლსონი
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები