საქართველოში დამზადებული 15 საჩუქარი, რომელიც ბოლო წუთებში მხსნელად მოგევლინებათ
ახალი წელი თითქმის მოვიდა და წარმოუდგენელია, მაგრამ ზოგიერთებს (განსაკუთრებით დაკავებულ ან განსაკუთრებით ზარმაც ადამიანებს) ჯერაც არ შეურჩევიათ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის თუ თანამშრომლებისთვის. თუ ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ, ამ ადამიანების რიცხვს უნდა მიგათვალოთ. ეგ არაფერი! ხელის ჩაქნევისათვის ჯერ ადრეა. შეგიძლიათ ამ სიიდან შეარჩიოთ საქართველოში დამზადებული საჩუქარი, ადრესატიც აღაფრთოვანოთ და წინასაახალწლოდ გულანთებული სტარტაპერებიც გაახაროთ.
ჩვენ ვეცადეთ, მოგვეძებნა ისეთი ბრენდები, რომლებიც თან კარგია და თან ქართულია:
1. კოდალას მოცეკვავე კაცუნები დეკორაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და სათამაშოდაც: შეგიძლიათ აჩუქოთ თქვენს ზრდასრულ და პატარა მეგობრებს
სოციალური საწარმო კოდალა ხის სათამაშოებსა და პაზლებს აწარმოებს. თითოეული ნივთი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავითა და ლაქით არის დაფარული. საწარმოში პროფესიებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები ეუფლებიან.
2. 140-სანტიმეტრიანი ნამდვილი მოვერცხლისფრო-მოლურჯო ნაძვი Plant Shop-ისგან
ფოტო: Plant Shop
ცოცხალი ნაძვის ხე დიდებული საახალწლო არჩევანია. გარდა იმისა, რომ ამით გარემოს დაცვას უწყობთ ხელს, ის ინტერიერს სასიამოვნო სურნელით აავსებს და ლეგენდების მიხედვით, იღბალსაც მოგიტანთ. 140-სანტიმეტრიანი მოლურჯო ნაძვის ფასი 150 ლარია.
3. თლილის ხისგან დამზადებული დეკორაციები, რომლებიც მთელი წელი სასარგებლო და გამოსადეგი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის
ფოტო: თლილი • Tlili
თლილი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია როგორც არსებული დიზაინის შერჩევა, ასევე საკუთარი იდეების რეალიზება, ''თლილში" როგორც საყვარელი ადამიანებისთვის, ასევე თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც მოიძებნება საჩუქრები, და, რაც მთავარია, პროდუქციის შეძენით თქვენი წვლილი შეგაქვთ მიუსაფარ ბავშვთა სახლების ბენეფიციარების კეთილდღეობაში.
4. ეიფორიას თავის მოვლის საშუალებები
ფოტო: ეიფორია • Euphoria
ეიფორია ქართული ბრენდია, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, მცენარეულ ცხიმებზე დაფუძნებულ თავის მოვლის საშუალებებს და კოსმეტიკას ამზადებს. გარდა სასარგებლო თვისებებისა, პროდუქცია იმდენად სადღესასწაულოდ გამოიყურება, შეიძლება გამოყენება დაგენანოთ და მხოლოდ ყურებით დატკბეთ.
5. გარემოსთან მეგობრული პროდუქცია ზერო ეფექტისგან
ფოტო: Zero Effect • ზერო ეფექტი
#ჩაანაცვლე, ამ ნაკრების შეძენის შემთხვევაში თქვენ გახდებით იმ იდეის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვას. ამ მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ ნატურალური დეოდორანტები, ბამბუკის კბილის ჯაგრისები, ხის ელეგანტური თმის სამაგრები, მეტალის საწრუპები და სხვა ეკომეგობრული წვრილმანები.
ფასი: 36 ლარი
6. "ამოჭამეს" ჯადოსნური ყუთი უგემრიელესი წიწაკისა და კივის მურაბით, ხახვის მურაბითა და საავტორო ჩურჩხელებით
ფოტო: ამოჭამე • Amochame
ამოჭამე ქართული კომპანიაა, რომელიც საუცხოო მურაბებს აწარმოებს. პროდუქცია მზადდება საქართველოში და დამზადების ტექნოლოგიაც და რეცეპტებიც მხოლოდ ქართულია. სტარტაპი ახალგაზრდა, ნიჭიერ, ქართველ გოგონებს ეკუთვნით.
ასე რომ, ამ ჯადოსნური ყუთის ჩუქებით თქვენს ადრესატს სრულიად ახალ შეგრძნებებს აჩუქებთ.
ფასი: 50 ლარი
7. წაღმა-უკუღმას ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები
წაღმა-უკუღმას ღუნღულა, ფერადი, ანტიალერგიული ტანსაცმელი იმ ადამიანს უნდა აჩუქოთ, ვის გაციებაზეც ყველაზე მეტს ინერვიულებდით.
ფოტოზე მოცემული ქუდები 20 ლარი ღირს
8. Flip პორტრეტი FlipShop.ge-სგან
ფოტო: FlipShop.ge
პროდუქტის მთავარი მახასიათებელი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ მსურველს შუძლია ცოტა ხნით გახდეს ნამდვილი მხატვარი და შექმნას საკუთარი, ან საყვარელი ადამიანების პორტრეტები.
ასე რომ, თუ თქვენი ხატვის უნარები კუთხეში მიხატულ მზეს არ გასცდენია, ჯერაც არსებობს იმედი.
9. ჩიკატაის ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოები გია ყანჩელის მელოდიით
ფოტო: ჩიკატაი • Chikatai
გაიცანით ჩიკატაი!
სათამაშოები იქმნება ანტიალერგიული და ნატურალური მასალებისგან, თუმცა მთავარი უნიკალურობა ისაა, რომ ამ სათამაშოებიდან ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის მელოდია ისმის. ასე რომ, თუ თქვენი ადრესატი არც მეტი, არც ნაკლები, პატარა ბავშვია, ამაზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ.
ჩიკატაის პროდუქციას შორის შეხვდებით სათამაშო ქურციკსაც, რომელიც 20 ლარი ღირს.
ქურციკი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი WWF Georgia მათი აღდგენის პროექტს ახორციელებს და საქართველოში ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა. მართალია, შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ სამუშაო ჯერაც ბევრია.
ქურციკის სათამაშოების გაყიდვიდან შემოსული მოგება სრულად მოხმარდება ქურციკების მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას.
10. ქართული ტანსაცმელი და აქსესუარები ყველაზე ქართული შტრიხებით Ninellie • ნინელი-სგან
ფოტო: Ninellie • ნინელი
ნინელი ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია არსებობს. მათი მაისურები, ჰუდები, ჩანთები ან კაბები გამორჩეულია იმით, რომ ნებისმიერ ადგილას ხაზს უსვამს საქართველოს ერთიანობას და ამ ტანსაცმლის ტარებით სიამაყის საფუძველსაც გაძლევს.
ნინელი საახალწლოდ 20%-35%-იან ფასდაკლებებს გვთავაზობს.
11. Baikia/ბაიკიას მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარები
ფოტო: Baikia/ბაიკია
ბაიკია თვითნასწავლი დიზაინერის მიერ პოლიმერული თიხისგან შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ამზადებს ორიგინალურ აქსესუარებს.
როგორც ფეიჯის აღწერიდან ჩანს, თითოეული სამკაული უნიკალურია.
12. ნაქსოვი ჩანთები Salomea • სალომეა-სგან
თუ სიქრეთ სანტაში თქვენს ადრესატს ძალიან უყვარს ჩანთები, მაშინ შეგიძლიათ სალომეას ჩანთები შეათვალიეროთ. რაც შეეხება ფასებს, საახალწლოდ ეს საჩუქარი თქვენს მთელ ხელფასს არ შეიწირავს.
ფასები 35 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია მოდელზე.
13. BlueTabla-ს ქართული თეფშები თქვენი საახალწლო სუფრისთვის
ფოტო: BlueTabla
BlueTabla-ს თეფშებს "ზედ აწერიათ" წარმომავლობა ლურჯი სუფრისა და ქართული ანბანის ელემენტებით.
✔ თეფშები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფაიფურისგან.
✔ ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
✔ შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღურ ღუმელში.
ფასი: 35 ლარი
14. Lacoaj • ლაკოაჟის მიერ შექმნილი კოლექცია, რომელიც აფხაზეთში გამოგზაურებთ
ლაკოაჟი გთავაზობთ რეტრო და თანამედროვე სტილის მაისურებს, რომელთაც სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე და აფხაზეთში არსებული სხვა ადგილები აწერიათ.
"აფხაზეთი საქართველოა და ეს მხარე მხოლოდ ტკივლთან არ ასოცირდებოდა" - ეს არის ლაკოაჟის გუნდის მთავარი სათქმელი.
ფასები 15 ლარიდან 65 ლარამდე მერყეობს.
15. Dots & Dashes Georgia-ს სამკაულები მორზეს კოდით
ეს სამკაულები მხოლოდ წერტილებისა და ტირეებისგან არ შედგება. მათში სხვადასხვა სახელია დაშიფრული. შეგიძლიათ, კომპანიას სასურველი სიტყვაც შეუკვეთოთ ან თუნდაც საჩუქრის ადრესატის სახელი გამოსახოთ მორზეს კოდით.
შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული სიმღერები მაისზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული სიმღერები მაისზე?
-
ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი" ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი"
გადახედვა
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
კომენტარები