ჯიხაშკარში უბნის დარბევისას დაზარალებული დამკვირვებლები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ
ფოტო: ინფო 9
საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ჯიხაშკარის #79 საარცევნო უბნის დარბევისას დაზარალდნენ, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი, დაადგინოს და დასაჯოს სავარაუდო დამნაშავეები და დამკვირვებლებს დაუბრუნოს დაკარგული პირადი ნივთები (ინციდენტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და სხვა საარჩევნო მასალები).
დამკვირვებლები დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღწერენ 8 ოქტომბრის ღამით მომხდარ ფაქტებს: "საქართველოს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ძალადობის ფაქტი მოხდა დასავლეთ საქართველოში. დაუდგენელი პირების ჯგუფი შეიჭრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის # 79 საარჩევნო უბანში, ჩაშალა ბიულეტენების დათვლის პროცესი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის (NHC), საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) და დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის (EPDE) ერთობლივ მისიას".
NHC, IPHR და EPDE ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩამოყალიბდა საქართველოში მიმდინარე წლის 12 სექტემბერს. არჩევნების დღეს, 36 აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებელი მივლენილი იყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება გამოქვეყნდება დღესვე მოგვიანებით. საბოლოო ანგარიში კი გამოქვეყნდება არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართება არა უგვიანეს 2 ნოემბრისა.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული ინციდენტი მოხდა საარჩევნო დღეს გვიან ღამით, დაახლოებით უბნის დახურვიდან 4 საათში:
"ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ შენობაში საღამოს 19:45 საათიდან და შენიშნეს, რომ საარჩევნო უბნის კარი დაკეტილი არ იყო. 6-10 ადამიანი ძალის გამოყენებით შეიჭრა შენობაში და დაიწყეს თვლის პროცესის ჩაშლა ძალადობრივად. ჩვენი დამკვირვებლები იღებდნენ ამ ინციდენტს, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. ორ დამკვირვებელს წაართვეს ტელეფონები. ისინი სერიოზულად არ დაშავებულან, მაგრამ ერთ-ერთ ქალ დამკვირვებელს აქვს დალურჯებები თავზე და იდაყვზე. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, მაგრამ ისინი არ ჩაერივნენ ინციდენტში და არ დაიცვეს დამკვირვებლები და მათი პირადი საკუთრება.
დამკვირვებლებმა მთელი ღამე გაატარეს ზუგდიდის ცენტრალური პოლიციის განყოფილებაში და დაწერეს საჩივარი. მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარებაც. სადამკვირვებლო მისია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უზრუნველყოფილია როგორც ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დოკუმენტებით, როგორიცაა ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებუბლება, დაიცვას უცხოელი დამკვირვებლების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები