თამარ ბაღაშვილი, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე და სხვები — ვინ დატოვა რუსთავი 2
რუსთავი 2 ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. ამის შესახებ მათ ახლახან განაცხადეს, ნაწილმა კი ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.
ესენი არიან:
- თამარ ბაღაშვილი;
- ნათია გოგსაძე;
- დავით ქაშიაშვილი;
- ქეთა ციცქიშვილი;
- მაიკო ლომიძე;
- გიგლა თუმანიშვილი;
- ეკო მაღრაძე;
- დავით ერაძე;
- სოფო ზურაბიანი;
- ჯეიჰუნ მუჰამედალი;
- რუსუდან ჯაბანაშვილი;
- ნინო გაზდელიანი;
- თამთა დოლენჯაშვილი;
- ნათია ტრაპაიძე;
- ნინო სამყურაშვილი;
- თაკო სურგულაძე;
- ქეთი ნადიბაიძე;
- ემა გოგოხია.
"ჩემი ხელით არ დაგანგრევინებ ამ ქვეყანას. ერთი წუთი არ ვიმუშავებ შენთვის!" — ამ სიტყვებით დატოვა არხი პოსტ სკრიპტუმის ჟურნალისტმა, მაიკო ლომიძემ.
ჟურნალისტების ნაწილი მადლობას უხდის თანამშრომლებსა და არხს თანადგომისა და გამოცდილებისთვის. ისინი იხსენებენ არხზე გავლილ წლებს და ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება.
"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14-წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით. მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია, კიდევ შევხვდებით", — ამბობს თამარ ბაღაშვილი.
გიგლა თუმანიშვილი წერს, რომ 11 წელი ერთ ყუთში ჩაატია. ის მადლობას უხდის თითოეულ რესპონდენტსა და ამბობს, რომ რჩება იმ ადამიანების გულშემატკივრად, რომლებიც არხზე მუშაობას აგრძელებენ.
"მე წავედი... ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოდ გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით, რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები... მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!" — წერს თუმანიშვილი.
როგორც რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.
გუშინ, 20 აგვისტოს ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.
პროტესტის ნიშნად არხიდან წავიდნენ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება და ვებგვერდზე არ იდება ნიუსებიც.
-
იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ
გადახედვა
-
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
-
პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე მორიგი ვადით არჩევისთვის ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე მორიგი ვადით არჩევისთვის ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელია ზედმეტი ქვიზი: გამოიცანი, რომელია ზედმეტი
-
"საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით "საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
გოგოების გზა ტექნოლოგიებში — თეგეტა ჰოლდინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა გოგოების გზა ტექნოლოგიებში — თეგეტა ჰოლდინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
-
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია — Global Finance საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია — Global Finance
-
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-სთან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-სთან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
-
სახელმწიფო ანაკლიის პორტის "მასტერპლანის" შეცვლაზე მუშაობს — დეტალები სახელმწიფო ანაკლიის პორტის "მასტერპლანის" შეცვლაზე მუშაობს — დეტალები
გადახედვა
-
მერილ სტრიპმა მირანდას როლზე თავიდან უარი თქვა და ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა მერილ სტრიპმა მირანდას როლზე თავიდან უარი თქვა და ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა
გადახედვა
-
ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა ბოლო 18 თვეში პირველად, კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy გაუშვა
გადახედვა
-
საფრანგეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წლის იუბილეს ულოცავს საფრანგეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წლის იუბილეს ულოცავს
გადახედვა
-
RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა
გადახედვა
-
10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მაისში გამოდის 10 საუკეთესო ფილმი, რომელიც მაისში გამოდის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ანაკლიის პორტი — ვინ, როდის და რა პირობით ააშენებს ახალ საზღვაო კარიბჭეს? ანაკლიის პორტი — ვინ, როდის და რა პირობით ააშენებს ახალ საზღვაო კარიბჭეს?
გადახედვა
-
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები