სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის საარჩელი იძულებითი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ
ფოტო: სახალხო დამცველი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 29 აპრილს დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონის ის ნორმები, რომლებიც იძულებითი სტაციონარული მკურნალობის წესს არეგულირებდა.
სასამართლომ გაიზიარა ომბუდსმენის პოზიცია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავდა საკმარის საპროცესო გარანტიებსა და სასამართლო კონტროლის მექანიზმებს, რაც ქმნიდა პირის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალურ რისკს მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივების გამო.
გადაწყვეტილების თანახმად, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა პაციენტის უფლებების დაცვას და ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რადგან პირი შესაძლოა იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებოდა მაშინაც კი, როდესაც ამის სამედიცინო საჭიროება აღარ არსებობდა.
"29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავო იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმებით დადგენილი იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესი და პირობები.
სახალხო დამცველის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით.
პრობლემას წარმოადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივი ვადები და შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობა, რა დროსაც პირი, შესაძლებელია, იძულებით მკურნალობას დაექვემდებაროს მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნულის საჭიროება. სახალხო დამცველის შეფასებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან საკანონმდებლო გარანტიებს, რაც გამორიცხავს ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელ გახანგრძლივებას, იქმნება პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით" — ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ლინკზე: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები