მიხეილ სარჯველაძე: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება
პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს. ის პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა დაიბარეს და დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეს.
სარჯველაძე უარყოფს ფაქტს, რომ უწყებამ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს განუცხადა, რომ "თუ ხუთ წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის".
ასევე მისი განმარტებით, დიუშენის წამალთან დაკავშირებით "ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება" და მათ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე ეპარებათ ეჭვი.
"ისეთ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოსდა რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, ესეც მომაწერეს, რომ თუ ხუთ წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი არასდროს გვითქვამს და არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას არც გვიფიქრია და ვაცხადებ ამას სრული პასუხისმგებლობით. ეს არის უბრალოდ ტყუილი. მეტს აქ ვერაფერს დავამატებ.
იგივე ითქმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოსდა მხოლოდ ფასებზე ვსაუბრობდით მშობლებთან შეხვედრის დროს. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. საგანგებოდ უნდა განვაცხადო: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი, მარკეტინგულ მაღალ ინტერესი კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე "ხელის მოთბობას" ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, ეს აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზეც.
ახლა რაც შეეხება, მაგალითად, ისეთ მახინჯ ინტერპრეტაციებს, რომ თითქოსდა ჩვენი პოზიციაა, რომ ვეძებთ მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვას თითქოსდა აზრი არ აქვს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი პირველივე ბრიფინგის დროს, როდესაც პირველად ვისაუბრე საჯაროდ ამ თემების ირგვლივ, თუმცა არაერთხელ მანამდე დახურულ კარს მიღმა სამუშაო ფორმატში ამის თაობაზე მისაუბრია და მითქვამს: ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება.
სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ ვთქვი. ვიმეორებ ეს იმისთვის, რომ ვინმემ არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაირად ვაკნინებ.
აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა [საუბარია ეტლის გადავადებაზე], რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი. ისიც იმიტომ ვთქვი, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის. კი, ნამდვილად, როდესაც ადამიანმა იცის რაზეა საუბარი, იცის რა ნაკლოვანებებზეა საუბარი და მაინც ხდება არასწორი მოლოდინების შექმნა, დიახ, ეს არის ამორალური," — განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა გუშინ ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. ისინი სახელმწიფოსგან მედიკამენტის უზრუნველყოფას სთხოვენ.
მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს"
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები