10 საკულტო რეჟისორი, რომელსაც კინოსკოლაში არ უსწავლია
ფოტო: Dreamstime
რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ძალიან ბევრ რეჟისორს და კინოხელოვანს არასდროს უსწავლია კინოსკოლაში, სადაც პროფესიას ოფიციალურად ეუფლებიან. ეს ხელოვნების იშვიათი დარგია, რომელიც გადაშლილი წიგნივითაა და არტისტული ხედვის მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად აიდგას ფეხი ამ სფეროში.
თუმცა, ამ გადაშლილ წიგნში საჭირო ინფორმაციის გასაშიფრად ნანახი ფილმების დიდი მარაგია საჭირო. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ავტორები იგონებდნენ ახალ ხედვას, ვიზუალურ ტექნიკებს და მექანიზმებს საკუთარი სათქმელის უკეთ გადმოსაცემად. ხშირ შემთხვევაში, მარტივი თხრობითი ელემენტების კომბინირება ან თანმიმდევრული გამოყენება საკმაოდ შედეგიანია, ასეთი ექსპერიმენტებს კი ხანდახან სრულიად ახალ აღმოჩენებამდე მივყავართ ხოლმე.
ის, რომ ბევრ ცნობილ რეჟისორს დიპლომი არ აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ იოლი პროფესია აირჩიეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რეჟისორის დიპლომიც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კარგი ხელოვანია. სახელოვნებო აკადემიები სტუდენტებს ძირითად შემთხვევაში მიმართულებას აძლევენ და კარნახობენ, საით უნდა გაიხედონ. შემდეგი ეტაპები ყოველთვის მოსწავლეზეა დამოკიდებული - მათზეა, სად და რამდენი ხნით შეაჩერებენ საკუთარ მზერას, დააკმაყოფილებთ ნანახი, თუ უფრო შორს შეეცდებიან გახედვას. ორივე შემთხვევაში, შედეგი მხოლოდ შეუჩერებელ ძიებაშია. ჩვენ კი შემოგთავაზებთ 10 ისეთ რეჟისორს, რომელთა ძიების პროცესი ნამდვილად წარმატებულად დასრულდა.
სტენლი კუბრიკი
ფოტო: Sunset Boulevard / Corbis / Getty
კუბრიკი და მისი ფილმები ძალიან ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა. მისი ვიზუალური თხრობის სტილი, კომპოზიცია და ფერთა გამა ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია. მისი ფილმებიდან თითქმის უკონტექსტოდ ამოღებული კადრები მაყურებელზე ისე ზემოქმედებს, როგორც ფერწერული ტილო. რეჟისორობამდე ის ფოტოგრაფი იყო, რამაც მისი ხედვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ამ ყველაფერთან ერთად კი კუბრიკს არასოდეს ავიწყდება, თუ რისი თქმა უნდა თითოეული გადაწყვეტილებით - რატომ უნდა იყოს ეს თუ ის კადრი შთამბეჭდავი და ამ ყველაფრით რა უნდა, რომ მაყურებელს დაამახსოვროს. მაგალითად, ქართულ კინოში ხშირად ვხვდებით ლამაზ პეიზაჟებს, მთებს, ზღვას, ლამაზ სახეებს. მოკლედ, სილამაზით მანიპულაციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ნააზრევისა და შინაარსისგან. როდესაც ქართული კინო ჩიხში შედის, მაშინვე ჰიპნოზისთვის ლამაზ კადრებს გვაჩვენებს. სწორედ ამით განსხვავდება კარგი კინო ცუდისგან. როდესაც სილამაზე მაყურებელთან კომუნიკაციის ხერხია და არა "ტყუილი სუპი", რომლითაც მადას გვიფუჭებენ.
აკირა კუროსავა
ფოტო: IMDb
კუროსავა მეოცე საუკუნის იაპონური კინოს უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის მხატვარი იყო, მისი უფროსი ძმა კი მუნჯი ფილმების ნარატორად მუშაობდა. უფროს ძმასთან ახლო ურთიერთობამ და მისმა საქმიანობამ კუროსავას კინოსადმი ღრმა სიყვარულში დიდი როლი ითამაშა. 1930-იან წლებში ახლად გახსნილი კინო სტუდია (შემდეგში ცნობილი როგორც Toho studio) რეჟისორებისთვის ასისტენტებს ეძებდა, კუროსავამ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და მუშაობა რეჟისორ კაჯირო იამამოტოსთან დაიწყო. იამამოტომ რამდენიმე საომარი თემატიკის ფილმი გადაიღო, შემდეგ კი კუროსავას მენტორი გახდა. 1943 წელს აკირას რეჟისორული დებიუტი Sanshiro Sugata-თი შედგა.
მის ფილმებში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპოზიციას და მოძრაობას. ის ატმოსფეროს გასამძაფრებლად ყოველთვის იყენებს დამატებით ელემენტებს: წყალს (წვიმას), ნისლს, ბოლს, თოვლს, ცეცხლს და ა.შ. შემოაქვს მოძრავი ელემენტები, რომლებიც სტატიკურ კადრებსაც კი სიცოცხლის ნაპერწკალს აძლევს. მისი პერსონაჟები მუდმივად მოძრაობენ, რაღაცით არიან დაკავებულნი. ვერ შეხვდებით კადრს, რომელშიც მსახიობმა არ იცის, რით გაიყვანოს დრო იმ პერიოდში, როდესაც ტექსტი არ აქვს. ასეთი დეტალები მის ფილმებში ძალიან ბევრია. ამ ყველაფრით თუ დაინტერესდებით ეს ვიდეო ესე ნამდვილად გამოგადგებათ.
ალფრედ ჰიჩკოკი
ფოტო: Picture-alliance / KPA Honorar u / KPA
ჰიჩკოკი გამორჩეული სტილის მქონე მთხრობელი და ინტელექტუალური ჰორორის ერთ-ერთი პიონერია. მისი და კამერის ურთიერთობა ყველა დროისთვის საინტერესო და ეფექტურია. მან ზუსტად იცის, სასურველი ეფექტის მისაღებად მაყურებელმა რა ეტაპები უნდა გაიაროს. მის ფილმებში ამბავი და ვიზუალური ენა ცალ-ცალკე არ არსებობს, ის მუდმივად კადრებით გველაპარაკება, მის სათქმელს ნარატივი არ სჭირდება. ჰიჩკოკს კინოსკოლაში არ უსწავლია, თუმცა ფილმების კეთება ნამდვილად არ ესწავლება.
ვეს ანდერსონი
ფოტო: AP Photo / Jonathan Short
ვეს ანდერსონი ის რეჟისორია, რომელიც, შესაძლოა, სრულიად უცნობ ფილმში ამოიცნოთ, ამისთვის კი სულ რამდენიმე წამი დაგჭირდეთ. პასტელური ფერები და თითქმის ზღაპრული გარემო საოცრად პედანტური სიმეტრიული კადრირებით - ეს ვეს ანდერსონია. ამ და სხვა ბევრი დეტალის დახმარებით ის ყოველთვის ახერხებს, რომ მაყურებელს ახსოვდეს, ვინ დგას ფილმის მიღმა. მომავალი რეჟისორი ბავშვობაში მამამისის რვა-მილიმეტრიანი კამერით ერთობოდა. თუმცა მას თავიდან მწერლობა სურდა, ტეხასში ოსტინის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად კი კინოში პროექციონისტად მუშაობდა. უნივერსიტეტი ფილოსოფიის დიპლომით დაამთავრა და სწორედ აქ გაიცნო მსახიობი და სცენარისტი ოუვენ უილსონი, რომელიც მისი მუდმივი კოლაბორატორი გახდა. მისი პირველი ფილმი 1993 წელს გამოსული მოკლემეტრაჟიანი Bottle Rocket იყო, რომელზე დაყრდნობითაც 1996 წელს იმავე სახელის სრულმენტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ეს ფილმი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა.
სტივენ სპილბერგი
ფოტო: Erik Tanner
სტივენ სპილბერგი ბავშვობიდან გატაცებული იყო კინოთი. საკუთარი რვა-მილიმეტრიანი კამერით მეგობრებთან ერთად მუდმივად რაღაცას იღებდა. მას უნივერსალ სტუდიოს მოჩვენებასაც ეძახდნენ. ახალგაზრდა სპილბერგი პავილიონის ტერიტორიაზე საექსკურსიო ჯგუფებთან ერთად შედიოდა, შესვენებაზე საპირფარეშოში შესული, უკან აღარ ბრუნდებოდა იქამდე, სანამ საექსკურსიო ავტობუსი ადგილს არ დატოვებდა. ჯგუფისგან გათავისუფლებული კი თავის ნებაზე დაბოდიალობდა სტუდიის ტერიტორიაზე. ამბობენ, რომ ერთ-ერთი შენობის კოშკის მეექვსე სართულზე მიტოვებულ ოთახში საკუთარი ოფისიც კი მოიწყო, რომელიც 6 თვის განმავლობაში ჰქონდა. ის იყო ყველგან, აკვირდებოდა ყველას და სვამდა უამრავ კითხვას. ერთხელ ახალგაზრდა სპილბერგი ალფრედ ჰიჩკოკის გადასაღებ მოედანზე შეძვრა, შემდეგ შეამჩნიეს და გამოაგდეს. კინოთი შეპყრობილ სპილბერგს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კინოსკოლაში ჩასარიცხად ქულები არ ეყო, პირადი გასაუბრებაც კი ჰქონდა, თუმცა მაინც არ მიიღეს. ამ ყველაფრის შემდეგ, მისი სკოლა უნივერსალ ფიქჩერსის კინოსტუდია გახდა, სწორედ აქ დაიწყო მისი რეჟისორული კარიერაც. სპილბერგის ცხოვრებაზე ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი SPIELBERG არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ მისი ფილმები გიყვართ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეჟისორის ცხოვრება ძალიან მჭიდრო კავშირშია მისივე ფილმების სათქმელთან, ამ ყველაფრის აღმოჩენა და ერთმანეთთან დაკავშირება კი ძალიან ემოციური პროცესია.
რიდლი სკოტი
ფოტო: Nadav Kander / Variety
რიდლი სკოტს Allien-ის ცნობილი ფრენჩაიზებიდან სამი ფილმი აქვს გადაღებული - მათ შორის პირველი, რომლითაც უცხო კინოსამყაროს 1979 წელს მოევლინა. სკოტს საკმაოდ ბევრი ნამუშევარი აქვს, თუმცა მისი ფილმებიდან გამორჩეულად პოპულარულია Allien-ის ფრენჩაიზები, Gladiator, Hannibal, The martian და ყველაზე მთავარი - საი ფაის ჟანრის კლასიკა, Blade Runner. რიდლი სკოტმა კარიერა რეკლამებზე მუშაობით დაიწყო, თუმცა ამას მისთვის კინოში საკუთარი ნიშის პოვნაში ხელი არ შეუშლია და მან ისეთი საკულტო ნამუშევრები შექმნა, რომელსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს.
პოლ ტომას ანდერსონი
ფოტო: Christina House / Los Angeles Times
პოლ ტომას ანდერსონი რამდენიმე კარგი ფილმის და ბევრი კარგი ვიდეო რგოლის რეჟისორია. მამამისი ცნობილი ტელეწამყვანი, ერნი ანდერსონი იყო, რომელიც გოულარდის სახელით სატელევიზიო გადაცემას უძღვებოდა და მაყურებელს ჰორორებს და B კატეგორიის ფილმებს აცნობდა. სწორედ ამ გადაცემამ შთააგონა ახალგაზრდა ჯიმ ჯარმუში, რეჟისორი გამხდარიყო. მათი პირველი შეხვედრისას ჯიმის პირველი ფრაზაც სწორედ ეს იყო - "მამაშენი გოულარდი იყო, ხომ?!". რა თქმა უნდა, თუ ჯიმ ჯარმუში შთააგონა ერნი ანდერსონმა, ლოგიკური იქნებოდა, მის შვილსაც მისგან ესწავლა კინოს სიყვარული. ანდერსონმა ფილმების გადაღება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, პირველი ფილმი მოკლემეტრაჟიანი The Dirk Diggler Story იყო, რომელიც 1988 წელს შექმნა.
კვენტინ ტარანტინო
ფოტო: levonbiss.com
ტარანტინო მსახიობობას აპირებდა, თუმცა შემდეგ სწავლა მიატოვა და მუშაობა ვიდეო გაქირავების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ფილმზე მიუწვდებოდა ხელი. მისნაირი ადამიანისთვის კი ასეთ პირობებში ყოფნა სამოთხის ტოლფასი უნდა ყოფილიყო. "როდესაც მეკითხებიან, კინოსკოლაში დადიოდი? ვპასუხობ: არა, მე კინოში დავდიოდი!" - ეს მისი სიტყვებია. ტარანტინოს დებიუტი სანდენსის კინოფესტივალზე წარდგენილი Reseivor dogs-ით შედგა.
დები ვაჩოვსკები
ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty
მატრიცა თავისი პერიოდის და ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც დღემდე აქტუალურია - როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად. მატრიცას ტრილოგია ვაჩოვსკების ფილმოგრაფიის ნახევარია, თუმცა ამ შემთხვევაში რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ბნელმა, დეპრესიულმა, ეგზისტენციალურმა ნამუშევარმა ავტორებს დიდი წარმატება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ არც მათ აქვთ ამ სფეროში აკადემიური განათლება მიღებული.
კრისტოფერ ნოლანი
ფოტო: Twitter / @JohnSant87
ნოლანი 21-ე საუკუნის ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული რეჟისორია. სხვების მსგავსად, მანაც რვა-მილიმეტრიანი ფირის კამერით დაიწყო თამაში, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა. ის ლონდონის უნვიერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა და ამავე უნივერსიტეტის კინო საზოგადოების წევრი იყო, სადაც თავის პირველ ექსპერიმენტებს 16-მილიმეტრიანი კამერით ატარებდა. სწორედ აქ მიიღო ის ცოდნა, რომელიც შემდეგ კარიერაშიც გამოადგა. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, Following, ნოლანმა 1998 წელს გადაიღო.
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა

კომენტარები