ტრამპმა ფერადკანიან დემოკრატებს "სამშობლოში" დაბრუნება ურჩია, პრეზიდენტი რასიზმში დაადანაშაულეს
ფოტო: Erin Scott / Reuters
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი ტვიტების გამო ისევ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. ტრამპმა მოუწოდა ქალ კონგრესმენებს, რომლებიც დემოკრატიული პარტიის პროგრესულ ფრთას წარმოადგენენ, წინაპრების მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ და კრიმინალთან ბრძოლაში დაეხმარონ და მხოლოდ ამის შემდეგ აკრიტიკონ აშშ. პრეზიდენტის ტვიტები რასისტულად და ქსენოფობიურად შეაფასეს.
14 ივლისს გამოქვეყნებული ტვიტების სერიაში დონალდ ტრამპი წერდა, რომ დემოკრატი კონგრესმენები "ყველაზე დიდებულ და ძლევამოსილ ამერიკელ ხალხს" ასწავლიან როგორ უნდა იმუშაოს მთავრობამ მაშინ, როცა მათ "მშობლიურ ქვეყნებში" კორუმპირებული ხელისუფლებაა:
"უკან დაბრუნდნენ, კრიმინალების მიერ დაპყრობილ და დანგრეულ ქვეყნებში წესრიგი დაამყარონ, საიდანაც თვითონ არიან, და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ და გვასწავლონ როგორ კეთდება ეს. იქ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, იჩქარეთ. დარწმუნებული ვარ, ნენსი პელოსი თქვენს უფასო ბილეთებზე სიხარულით იზრუნებს".
პრეზიდენტს ტვიტში კონკრეტული სახელები და გვარები ნახსენები არ არის. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ დონალდ ტრამპმა ოთხი ქალი კონგრესმენი იგულისხმა, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ და მათგან სამი აშშ-შია დაბადებული. ესენი არიან ნახევრად პუერტო-რიკოელი ალექსნადრია ოკასიო-კორტესი, პალესტინური წარმოშობის რაშიდა თლაიბი, აფროამერიკელი აიანა პრესლი და ილჰან ომარი, რომელიც ამერიკაში ოჯახთან ერთად სომალიდან 12 წლის ასაკში გადავიდა.
ომარი და თლაიბა პირველი მუსლიმი ქალები არიან, რომლებიც კონგრესში მოხვდნენ. ოკასიო-კორტესი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენია, ხოლო აიანა პრესლი პირველი ქალი შავკანიანი, რომელიც მასაჩუსეტსს კონგრესში წარმოადგენს.
დემოკრატი კონგრესმენები მიგრატნების გაუსაძლის პირობებზე ხშირად საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის სწორედ ამ ოთ ქალთან ჰქონდა დაპირისპირება. დემოკრატების ნაწილი არ იზიარებს პროექტს, რომელიც სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას ეხება. დონალდ ტრამპის ტვიტში ნენსი პელოსის ხსენებამ ეჭვები გააჩინა, რომ პრეზიდენტი სწორედ ამ ოთხ ქალს გულისხმობდა.
დონალდ ტრამპის ტვიტების სერიის შემდეგ ილჰან ომარმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონგრესმენები ფიცს დებენ.
"სწორედ ამიტომ ჩვენ ვიბრძვით, რათა დავიცვათ ის ყველაზე საშინელი, ყველაზე კორუმპირებული და შეუფერებელი პრეზიდენტისგან, რომელიც ოდესმე გვინახავს", — დაწერა ომარმა ტვიტერზე.
წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ტრამპის შეფასებებს უწოდა ქსენოფბიური, "რომელიც ამტკიცებს, რომ ლოზუნგი "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" ნიშნავს "გავხადოთ ამერიკა კვლავ თეთრი".
კონგრესმენმა რაშიდა თლაიბმა დაწერა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ეკუთვნის, რადგან მისი "საშიში იდეოლოგია" რეალურ კრიზისს წარმოადგენს. ტრამპი გააკრიტიკა და რასისტი უწოდა საპრეზიდენტო კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ბერნი სანდერსმაც.
მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას კი ტრამპმა უპასუხა, რომ ადარდებს თუ მის ტვიტებს რასისტულად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მას არ ჰგონია, რომ მისი ტვიტები რასისტულ ხასიათს ატარებს.
"თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ჩვენს ქვეყანაში, თუ ვინმეს არ სურს ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, სჯობს წავიდეს", — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამავე თემაზე:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები