7 შეუსაბამობა გიორგი გახარიას ინტერვიუდან
ფოტო: TV პირველი / On.ge
11 ივლისს, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 5-ჯერ მიმართა რეაქციის წამყვანს ირმათი, 18-ჯერ თქვა "მაცადეთ" და 39-ჯერ თქვა "შეხედეთ", თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, გახარიას პასუხებია, მათ შორის, ის პასუხებიც, რომლებიც მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ან რეალურ ფაქტებთან წინააღმდეგობაში მოდის.
მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ:
1. ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ
"ეს ვიდეო არ აჩვენებს, რომ შტურმი არ იგეგმებოდა. ეს არის ის, რაც ჩვენ მონტაჟის სახით გვანახეს"
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გასაჯაროებული ვიდეო ნიკა მელიას ადვოკატს თავად გადასცეს. 9-წუთიანი ვიდეო უწყვეტი კადრითაა გადაღებული. ჯამში პროკურატურამ ნიკა მელიას ადვოკატს 18-საათიანი მასალა გადასცა.
2. დაშლის წინ გაფრთხილების შესახებ
"გაფრთხილება, როგორც ასეთი, აქციის მონაწილეთა მიმართ რამოდენჯერმე იყო. იმ შემთხვევაში, როცა დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, გაფრთხილებას იმ პერიმეტრზე, წინა ხაზზე, არავითარი აზრი აღარ ჰქონდა. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს... შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალაქის მერმა რამოდენიმეჯერ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გთხოვთ, დატოვოთ აქციის... [ტერიტორია]. ეს გაფრთხილება იყო ოთხჯერ. ეს იყო ყველგან. მედიაში მე გამოვედი რამოდენიმეჯერ პირადად, რომელსაც არ ვთვლი. ჟურნალისტებთან დავდექი და ვთხოვე მოქალაქეებს"
პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. შს მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ მოგვიანებით მიღებული ზომების შესახებ. ამ განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი: "პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ, ასე არ ხდება". ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ აქციის დაშლამდე 15 წუთით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ "რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება".
3. გავრილოვის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციის შესახებ
"ოპოზიციამ, რომელმაც ამდენი აღშფოთება გამოთქვა, 2 თუ 3 თვით ადრე იცოდა ამ ადამიანის ვიზიტის შესახებ. ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ ჩამოდიოდა, რატომ და რა მიზნით.... მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, ოპოზიციამაც იცოდა 3 თვის განმავლობაში და ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით"
ოპოზიცია ასამბლეის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე მოითხოვდა, საქართველოს მთავრობას რეაგირება მოეხდინა რუსეთის დუმის დეპუტატების შემოსვლაზე. 17 ივნისს ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველი იქნებოდა და ზიანს მიაყენებდა, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე, საერთაშორისო ავტორიტეტს. ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ხელისუფლებას ასევე მიმართა, რომ დაუყოვნებლივ გაეცათ შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცემოდა. მსგავსი განცხადება გააკეთა გიგა ბოკერიამაც.
4. გავრილოვის არშემოშვების იურიდიული საფუძვლების შესახებ
"ამ დელეგაციაში იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდა, რომლებიც ჩვენ არ შემოვუშვით. გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით. თუ ვინმეს, მათ შორის, ოპოზიციას ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა, მათ შეეძლოთ ამ 2-3 თვის განმავლობაში დაეინიცირებინათ საკანონდებლო ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში და ეთქვათ, რომ იცით რა, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოუშვათ. ეს არ გაუკეთებიათ"
იმისთვის, რომ უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი ეთქვას, აუცილებელი არაა, ის ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევდეს. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შესაძლოა ეთქვას, თუ საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უცხოელის შემოშვებაზე ინსპექტირებას ახდენს შსს. ამავდროულად, შსს პირის შემოშვებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ჰქონდეს დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნება არშემოშვების მიზეზი.
5. 20 ივნისს პარლამენტში ელჩების ყოფნის შესახებ
"მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას და უშუალოდ ვხედავდი ამას ყველაფერს. და რატომ ვარ ასეთი ემოციური და რატომ არ მესმის ზოგ შემთხვევაში ის, რასაც თქვენ ბრძანებთ. უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი და მარტო კი არ ვიყავი. რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად"
პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩები პარლამენტში მიიყვანა — განაცხადა საგარეო უწყებამ ამ თემაზე. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ახალი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საგარეო უწყებას დიპლომატები პარლამენტში არ მიუყვანია, თუმცა მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში თავისი სურვილით მივიდა. დასტურდება, რომ 20 ივნისს გერმანიის ელჩი პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, რა დრომდე რჩებოდა ის შენობაში. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა პარლამენტში რომელიმე სხვა ელჩიც.
6. ერთ-ერთი დაშავებულის, დავით გრიგორიანის შესახებ
"გრიგორიანი არის საავადმყოფოში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით. გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო დაზიანება, არის გამოძიების საგანი"
გრიგორიანის მკურნალი ექიმი, ლევან ბესელია On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ შემოყვანისას მისი პაციენტი მძიმე, პრეკომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
— ნატყვიარი ეტყობოდა მის თავის ქალას?
— კი.
— ანუ ტყვიები ჰქონდა მოხვედრილი?
— ტყვია არ გვინახავს, რეალურად. ტყვია, როგორც ასეთი. ნატყვიარი... დაზიანება ეტყობოდა თავის ქალას.
7. 20 ივნისს დაზარალებულთა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ
"დღეს სამედიცინო სისტემაში გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც არის სტაბილური და პოზიტიური პროგნოზით"
საზღვარგარეთ ამჟამად მინიმუმ ოთხი დაზარალებული მკურნალობს, მათ შორის არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევისას ცალი თვალი დაკარგეს. ისრაელში კლინიკაში იმყოფება კიდევ ერთი დაზარალებული, რომელსაც ცალი თვალი ომში დაუზიანდა, მეორე თვალი კი - აქციის ძალის გადამეტებით დაშლისას. საქართველოში კლინიკაში რჩება დავით გრიგორიანი.
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა

კომენტარები