რობიკოს ნათქვამისა და კადრების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოში არ ჩავიდოდი — კალიაგინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუს ხელოვანებს ანტისაოკუპაციო აქციების გამო საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავება ურჩია. ამის პასუხად, გამოცემა MK.Ru დაინტერესდა "გარისკავენ თუ არა საქართველოში ჩასვლასა და ქართული აუდიტორიის წინაშე გამოსვლას რუსი არტისტები". მან ამ კითხვით პიანისტსა და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს მიმართა.
თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრ კალიაგინმა თქვა, რომ მდგომარეობა "საქართველოში საკმაოდ საშიშია", რაშიც არწმუნებს ტელევიზიით გადაცემული კადრები და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა.
"თუ გავითვალისწინებ ტელევიზიით გასულ კადრებს, საინფორმაციო სააგენტოების რეპორტაჟებსა და იმას, რაც რობიკომ მითხრა, ვფიქრობ, საქართველოში მდგომარეობა საშიშია. ვიცი, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა ასევე ფეთქებადი ხასიათით — ასაფეთქებლად ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია. ამიტომ, ახლა თავს შევიკავებდი იქ წასვლისგან", — განაცხადა ალექსანდრ კალიანგინმა.
პუშკინის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ევგენი პისარევმა კი პირიქით, თქვა, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ წავიდოდა.
"გასულ სეზონზე ჩვენ ვიყავით ლონდონში ორჯერ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გაცილებით ცუდი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე საქართველოსთან. იქ მათ დაინახეს საკუთარი თვალით რუსული ხელოვნება, თეატრი და ეს შეიძლება იყოს ის, რაც გაგვაერთიანებს. საქართველოში — პირველ ზარზე წავიდოდი. პირველ რიგში, იქ არის ჩემი ფესვები, მეგობრები, რომელიც გამოხატავენ სიყვარულსა და პოზიტივს ჩემს მიმართ. მე მინდა, ეს სიყვარული ჩემს არტისტებსაც გავუზიარო.
რუსმა პიანისტმა დანიელ კრამერმა თქვა, რომ მას საქართველოდან რაიმე შემოთავაზება არ მიუღია და ამიტომ, არ ფიქრობს იქ წასვლაზე. მეორე მხრივ, მას არ მოსწონს ისტორია "პროტესტის შეკრებილი უიარაღო ადამიანების".
"მე არ მომწონს ასეთი ტიპის სიმამაცე. სხვა მხრივ, კულტურა არის დიპლომატია, რომელიც ყველა პოლიტიკოსზე უკეთესია. და თუ თქვენ გინდათ რაიმეს შეცვლა, უნდა დაიწყოთ ხელოვნებით. მდგომარეობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორისაა, არ არის ცალსახად თეთრი და შავი, ის ორაზროვანია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა უნდა წავიდე", — თქვა კრამერმა.
#სირცხვილია
საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია მე-14 დღეა მიმდინარეობს. სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შედეგად, აქციები ამ დრომდე გრძელდება შინაგან საქმეთა მიინისტრის გიორგი გახარიას გადაგომის მოთხოვნით.
რუსეთს არა მხოლოდ მოქალაქეებმა არამედ ხელოვანებმაც გამოუცხადეს პროტესტი. მომღერალმა ნინო ქათამაძემ ბოდიში მოიხადა რუსეთში გამართული პროტესტის გამო და თქვა, რომ იქ აღარასდროს იმღერებს.
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მოსკოვის თეატრის Et Cetera-ს მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა თბილისის მოვლენებს ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა:
"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!"
რობერტ სტურუა ქართული თანამედროვე თეატრისა და კინოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია. მას დადგმული აქვს ისეთი ცნობილი და აღიარებული სპექტაკლები, როგორიცაა "კავკასიური ცარცის წრე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "მეფე ლირი", "ყვარყვარე", "რიჩარდ III" და ა.შ.
სხვადასხვა წლებში მას მიღებული აქვს რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები, საქართველოს ღირსების ორდენი, ჩაპლინ-კლუბის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვადასხვა საერთაშორისო პრემიები.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები