კაკაჩია: ოცნება და ენმ ერთმანეთს ეხმარებიან, რომ პარლამენტი ორპარტიული გახდეს
საპარლამენტო არჩევნებამდე 8 დღით ადრე, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. როგორ შეაფასებდით ზოგადად ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს?
მოლოდინი უფრო დიდი იყო, რომ კონფრონტაცია მეტი იქნებოდა, რადგან წინა არჩევნებს ახასიათებდა ასეთი რამ. გასაგებია, რომ რეგიონში ხდება გარკვეული დაპირისპირებები და ეს არჩევნებადე ალბათ ასეც გაგრძელდება. თუ დააკვირდებით საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებებსაც, მთლიანობაში მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარებაა. თუ საქართველოს არჩევნების ისტორიას გადავხედავთ, ყველაზე საინტერესო ახლა არის ის, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა და წინასწარი შედეგები არავინ იცის, არც ის იცის ვინმემ, რამდენი პარტია შეიძლება მოხვდეს პარლამენტში. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საარჩევნო პროცესი საკმაოდ ჯანსაღად მიმდინარეობს.
მიუხედევად ამისა, მაინც ვხედავთ, რომ ენმ და ქართული ოცნება ყოველდღიურად საკმაოდ კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან...
ამას ვერ ავცდებოდით გამომდინარე იქიდან, რომ უარესებს ველოდით. ასეთი კონფრონტაციული რეჟიმი გამოწვეულია სწორედ იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება არის საკმაოდ პოლარიზებული. ყოველ შემთხვევაში, ეს 2 პარტია იყო, რომელიც ფაქტობრივად პოლარიზება მოახდინეს საზოგადოების. მათ შორის მედიასივრცის და ცდილობენ მყარად დაიმკვიდრონ თავი ამომრჩევლის წინაშე და წარმოაჩინონ თავი, რომ ისინი არიან მომავალი მმართველი ძალა.
თუმცა, ისინი უფრო მეტად ორიენტირებულები არიან არა იმაზე, რომ თავიანთი გეგმები საზოგადოებას გააცნონ და დაარწმუნონ ისინი, რომ მათ სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, არამედ ერთმანეთის ურთიერთბრალდებებით...
ამის მიზეზი არის ის, რომ მიხვდნენ, დიდი შანსია, რომ მათაც დაკარგონ ხმები, რადგან სხვა პარტიებსაც გაუჩნდათ შანსი. ამიტომ ისინი, უნდათ თუ არ უნდათ, რაც არ უნდა ირონიული იყოს ეს, ერთმანეთს ეხმარებიან იმაში, რომ ისევ დუალური, ორპარტიული გახდეს პარლამენტი. თუმცა, თუ სოციალური კვლევების შედეგებს გადავხედავთ, დიდი რაოდენობაა ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა, რომლის ხმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და ამიტომ, ამ ხმებზე მიმდინარეობს ნადირობა.
გულისხმობთ, რომ ენმ-საც და ქართულ ოცნებასაც აწყობს, რომ მხოლოდ ეს ორი ძალა შევიდეს პარლამენტში?
მოქალაქეები იმდენად შეეჩვივნენ ყოველდღე ახალ-ახალი ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომ ეს ხერხი "გაიცვითა", მოქალაქეებს "ალერგია აქვთ" ამაზე
მათ აწყობთ, რომ მოსახლეობამ არჩევანი ან ენმ-ს, ან ოცნების სასარგებლოდ გააკეთოს. მე მაინც მგონია, რომ ქართველი ამომრჩეველი ცოტა გაიზარდა ბოლო პერიოდში და მთლად ასე ადვილად არ იქნება. ეს კი გარკვეულწილად პრობლემას შეუქმნის ორივეს, რადგან ორივე გარკვეული რაოდენობის ხმას დაკარგავს.
2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, იგივე განმეორდა ახლაც. პოლიტიკურ წრეებში ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების შესაძლო გეგმაზეც საუბრობენ. ამჯერად რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ყოველივე ეს?
იმ ძალას, რომელიც ამ ჩანაწერებს ავრცელებს, ამ ჩანაწერების გავრცელება ხელს სულ არ უწყობს - ეს მათ უფრო ავნებს, ვიდრე იმას, ვისკენაცაა მიმართული. შეიძლება ავნოს ორივესაც და მესამე ძალის წისქვილზე დაასხას წყალი ანუ იმ პარტიებისაზე, რომელსაც ზღვრის გადალახვის პრობლემა აქვთ. მთლიანობაში ეს არ ქმნის კარგ გარემოს, რადგან არ შეიძლება არჩევნების შედეგები რაღაც ჩანაწერებზე, შანტაჟზე იყოს დამოკიდებული...
მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები, გარკვეულწილად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა [ე.წ. ციხის კადრები] განაპირობა. მიგაჩნიათ, რომ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება ამჯერად არ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე?
ისე არა, როგორც ეს წინა არჩევნების დროს მოხდა. შეიძლება საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე იმოქმედოს, თუმცა ეს ისეთი გარდამტეხი ვერ იქნება, როგორც წინა არჩევნების დროს იყო, რადგან მოქალაქეები იმდენად შეეჩვივნენ ყოველდღე ახალ-ახალი ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომ ეს ხერხი "გაიცვითა", მოქალაქეებს "ალერგია აქვთ" ამაზე. უბედურებაა, რომ ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის ვირჩევთ. ამ დროს ჩვენი არჩევანი სხვადსხვა ფლათფორმებსა და პროგრამებს შორის უნდა იყოს. რეალურად ჩვენ აქამდე არასდროს მივდივართ.
როგორ გგონიათ, ვის უნდა აწყობდეს და ვინ უნდა ავრცელებდეს აღნიშნულ ჩანაწერებს?
ზუსტად ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფირების გამოქვეყნება სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია ან სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების დახმარებით მაინც. ეს ყველაფერი მათ შეიძლება ბუმერანგივით დაუბრუნდეთ, განსაკუთრებით თუ დოზებს ვერ გამოზომავენ. დანარჩენი, აი, ვინ უნდა გაავრცელოს ეს ჩანაწერები ობიექტურად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვი დგება ამასთან დაკავშირებით. თუმცა, დაზუსტებით ამაზე საუბარს შეიძლება სპეციალური გამოძიება დასჭირდეს...
ჩანაწერებში საუბარია ქვეყანაში მოსალოდნელ რევოლუციასა და დესტაბილიზაციას. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია მოვლენების ამ ტიპის სცენარით განვითარება?
არამგონია. საზოგადოებაც გადაიღალა ამ ყველაფრით, არჩევნებით. მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეიძლება სცადონ კიდეც ტემპერატურის აწევა, ისინი ამას ვერ მოახერხებენ. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ენმ ამბობს, ივანიშვილი შეიძლება წავიდეს საქართველოდან და აანონსებს, რომ იმარჯვებს და ეს შეიძლება საზოგადოების ნაწილმა გარკვეულ ზეწოლადაც აღიქვას და ა.შ. პრინციპში იმავეს ქართული ოცნებაც აკეთებს. ეს გარკვეულწილად თამაშია, რომ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, უღირს თუ არა ხმა რომელიმ მესამეე პარტიას მისცეს. აქიდან გამომდინარე, თუ უმრავლესობაში ესენი [ენმ და ქართული ოცნება] მოხვდებიან, აზრი ხომ არ აქვს, რომ ერთ-ერთ მათგანს მისცეს. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ ბიპოლარული სიტუაცია შენარჩუნდეს.
ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში, რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს?
არამგონია. თუნდაც ამ კამპანიით, რომ დადის რეგიონებში ჟურნალისტებთან, მაგის მსგავსი ნამდვილად არაფერი ეტყობა. ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა პარტია ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ხშირად ასეთ ინსინუაციებსაც მიმართავენ, ამიტომ ასეთი გადაჭარბებები ამ პერიოდს უნდა დავაბრალოთ.
რომ შევადაროთ ერთმანეთს 2012-სა და 2016 წლების საარჩევნო კამპანიები, წინასაარჩევნო გარემო ერთმანეთს, რა აქვთ საერთო? განსხვავებული?
მაშინ რეალურად რეჟიმის შეცვლის საკითხი იდგა ანუ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეცვვლილიყო თუ არა. საბოლოოდ, ვნახეთ, რომ ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო შეცვლა, რაც იყო თითქმის რევოლუციური იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო. ახლა ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა გაიმარჯვოს რაღაც უმრავლესობით, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა. ამიტომ, უფრო კონკურენტულია ეს არჩევნები ბევრი თვალსაზრისით. როგორც გითხარით, მესამე და მეოთხე პარტიებსაც აქვთ გარკვეული შანსი, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომ, ამ ორ საპარლამენტო არჩევნებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც 2012 წლის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ამ არჩევნებმაც უნდა დაადასტუროს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად არის, რადგან საქართველოს საერთაშორისო იმიჯისათვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებაზე გვაქვს ხელი მოწერილი.
ამბობთ, რომ საკმაოდ კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი. როგორ გგონიათ, ენმ-სა და ქართულ ოცნებას თანაბარი შანსები აქვთ?
არამგონია, რომ ენმ-მ ან ქართულმა ოცნებამ აბსოლუტური უმრავლესობის მოგროვება შეძლოს და ალბათ, კოალიციური მთავრობა გვეყოლება
უფრო მოსალოდნელია, რომ რომელიმე მათგანს კოალიციაში ყოფნა მოუწიოს იმ შემთხვევაში, თუ პატარა პარტიებიც შევიდნენ მათთან. არამგონია, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიმე მათგანმა შეძლოს დამოუკიდებლად, აბსოლუტური უმრავლესობის მოგროვება და აქიდან გამომდინარე, ალბათ, კოალიციური მთავრობა გვეყოლება. რა თქმა უნდა, მულტიპარტიული პარლამენტის მოლოდინშია ყველა.
ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის გირჩი და ბურჭულაძის მოძრაობა, რომლებმაც ჯერ ბლოკი შექმნეს, შემდეგ კი ეს გაერთიანება დაიშალა. როგორ შეაფასებთ ზოგადად ამ პარტიებთან მიმართებით განვითარებულ მოვლენებს?
ბურჭულაძის ბლოკმა ძალიან დიდი შანსი დაკარგა, რომელიც მას ჰქონდა. ეს იყო ძალა, რომელიც შეიძლებოდა თავისუფლად შესულიყო პარლამენტში. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი ამომრჩევლების დეზორიენტაცია მოახდინეს, შეიძლება ითქვას რომ გაფლანგეს ისინი. გირჩის გამოყოფამ გამოაჩინა ის პრობლემები, რომელიც ამ ძალას ახასიათებს და ამომრჩევლის თვალში ის სოლიდურად აღარ წარმოჩინდება, რაც, რა თქმა უნდა, წყალს ასხამს სხვა პარტიების, თავისუფალი დემოკრატების, პატრიოტთა ალიანსის, რესპუბლიკელების და სხვათა წისქვილზე. რეალურად, ბურჭულაძის ბლოკი ამ პარტიებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა და მათაც აძლევდა ხმებს.
-
ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს
გადახედვა
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
-
NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
გადახედვა
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს
გადახედვა
-
ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა

კომენტარები