შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ ჩატარდეს — ნინო ლომჯარია
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარდეს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ლგბტ თემმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად. ასევე ლგბტ თემაა ისაუბრა გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად.
"თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა", — განაცხადა ლომჯარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრები დღეს, 17 ივნისს განახლდა. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ესწრებოდნენ: შს მინისტრის მოადგილეები, ლგბტ თემის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი.
ვასაძის მუქარა ელჩს, პოლიციასა და ლგბტ პირებს
16 ივნისს ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე დაემუქრა თითქმის ყველას: სამართალდამცავებს, ლგბტ პირებს, ელჩს (არ დაუკონკრეტებია რომელს), უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბიზნესმენი ღია ტრიბუნიდან, სამართალდამცავების გარემოცვაში მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ "სახალხო ლეგიონი" კორდონს კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს.
გარდა ამისა, სახალხო ლეგიონს ვასაძის თქმით, "ქამრით უნდა შეეკრა ხელები" და "ყური აეწია" ლგბტ პირებისთვის.
ვასაძე გამოსვლისას ამტკიცებდა იმასაც, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლის სავარაუდო მკვლელობაზე აქვს ინფორმაცია, რომელიც სურთ, მათ დააბრალონ. ის ამბობდა, რომ პრაიდისთვის ერთი პირის "მსხვერპლად შეწირვა" სურთ.
ამ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.
14 ივნისის აქცია და კონტრაქცია
"ნამდვილ კაცთა" კრებას წინ უძღოდა კანცელარიასთან გამართული აქცია და კონტრაქცია, როცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა უფლება არ მისცეს თბილისი პრაიდის ორანიზატორებს წინასწარ დაგეგმილი აქცია ჩაეტრებინათ. კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.
პოლიციამ კონტრაქციის წევრების დაკავება ერთი საათის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, მათ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ კონტრაქციის მონაწილემ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გასცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".
ამავე მოტივით მოთხოვა ტერიტორიის დატოვება პოლიციამ ომბუდსმენის მოადგილესაც, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგიმახსოვრებთ", "დაგერხა" იმუქრებოდნენ ისინი.
ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცხადებდა, რომ, თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს, რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრიეთ", "მოკალით". პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა,დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.
სულ კონტრაქციაზე 28 პირი დააკავეს. მათგან 21 იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 კი პატიმრობაში დატოვეს. მათგან სამს სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სახელმწიფოს მოუწოდეს პრაიდი არ დაუშვას. აქტივისტები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მათ აქციის გამართვა კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ.
-
ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები