პედაგოგების ნაწილის თქმით, წილხვდომილობის ლექციებზე სამინისტრომ იძულებით წაიყვანა
წილხვდომილობის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სკოლის მასწავლებლები გარკვეული პერიოდულობით ქრისტიანული შინაარსის ლექციებზე დაყავთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მასწავლებლებმა დაწერეს. მათი ნაწილის თქმით, ლექციაზე დასწრება სავალდებულო იყო, ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევანი თავად გააკეთეს.
წალკის რაიონის პედაგოგმა სანათა ოჩიაურმა ფეისბუქზე დაწერა, რომ სკოლამ რესურსცენტრის დავალებითა და სამინისტროს სახელით რუსთავში დაგეგმილ ლექციაზე მოტყუებით წაიყვანა. ადგილზე მისულს კი თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი დახვდა. მან ლექცია ქრისტიანობისა და სახარების არსზე წაიკითხა. დამსწრე პედაგოგების უმრავლესობა მუსლიმი იყო. სანათა ოჩიაურმა პროტესტის ნიშნად ლექცია დატოვა.
"ლექცია არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, პედაგოგების ის 80 პროცენტი, რომელიც მუსლიმია. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე", —წერს სანათა ოჩიაური.
ის მოითხოვს განათლების სამინისტროსგან განმარტებას, თუ რატომ იყო მასწავლებლებისთვის სავალდებულო ამ ლექციაზე დასწრება.მისივე განცხადებით ის, რომ არც ერთ მასწავლებელს არჩევანის გაკეთების უფლება არ მიეცა, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა:
"წერილი მოვიდა სკოლაში, რომ 7 ივნისს 9:30 საათზე უნდა ვყოფილიყავით რესურსცენტრში, რათა რუსთავში შეხვედრაზე წავეყვანეთ. რა შეხვედრა იყო, რის შესახებ, ან ვისთან არ აუხსნიათ და ეს იყო "სავალდებულო", "აუცილებელი". უარის თქმის უფლებაც არ გვქონდა",— აზუსტებს ოჩიაური მისი მისამართით დასმული კითხვების საპასუხოდ.
სანათა ოჩიაურს ლექციის მონაწილე მუსლიმი პედაგოგო გამოეხმაურა: "რომ წაგვიყვანეს ეთქვათ, სად რისთვის მივყავდით, მაშინ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა, მე მუსლიმი ვარ, პატივს ვცემ ქრისტიანულ რელიგიას, ასევე ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია , მაგრამ მე ჩემი რწმენა მაქვს და ვლოცულობ საქართველოსთვის, არავიზე ნაკლებად არ მიყვარს სამშობლო, ქართველობა მარტო ქრისტიანობა არაა".
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირა ძირკაძე წერს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მინისტრთან შეხვედრაზე დაიბარეს, ადგილზე კი თეოლოგი დახვდათ.
"ავფორიაქდი... მასწავლებლის სტატუსით პირველად უნდა წავსულიყავი მსგავს შეხვედრაზე... დილაუთენია გავიღვიძე, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმისაკეთიც განსაკუთრებული შევარჩიე... ჩამოვედით რუსთავში და შევიყუჟეთ ერთ პატარა ოთახში რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები...", — წერს ირა ძირკაძე.
მისივე თქმით, თავადაც და დამსწრე მასწავლებელთა ნაწილიც ქართველი მუსლიმები იყვნენ და უსმენდნენ ლექციას, რომ "ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართმადიდებლობაა".
"საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ, მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ... აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ... თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართლმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით... რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, ამიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა...", — წერს ირა ძირკაძე.
ირა ძირკასია და სანატა ოჩიაურის ფეისბუქსტატუსებს მასწავლებლების ნაწილი გამოეხმაურა და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა On.ge-ს საქართველოს მასწავლებლების ჯგუფში პედაგოგების ნაწილმა განუცხადა, რომ ლექციის შინაარსი იცოდნენ და იძულებით "არავინ არავის არსად არ წაუყვანია".
განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ლექციებზე დასწრება სავალდებულო არ არის და მასწავლებლების არჩევანზეა დამოკიდებული. ხოლო იმ პედაგოგების შემთხვევას, რომლებიც ამბობენ, რომ ლექციაზე მოტყუებით წაიყვანეს, ადგილობრივ რესურსცენტრებთან გაარკვევენ.
"წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც ასევე შედის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს და მათზე დასწრება არის ნებაყოფლობითი", — განუცხადეს On.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრის, მაკო ღავთაძის თქმით, წილხვდომილობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი და დამოკიდებულება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომ რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს.
მისთვის ეს პროცესი, რომელიც მოიცავს ღონისძიებებს, ლექციებს და ახლა უკვე მასწავლებლების პროცესში ჩართვას, პრობლემური და შემაშფოთებელია.
"ყოვლად დაუშვებელია მასწავლებლების იძულებით ჩართვა იმ პროცესში, რაც ეწინააღმდეგება მათ რწმენას. ამას ამბობს კანონმდებლობა. მით უმეტეს ეს მასწავლებლები არიან შეცდომაში შეყვანილები და მიზანია არის საპირისპირო. ეს ლექციები ვერ მოემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, რაც მათ დაეხმარებოდა პროფესიულ წინსვლაში და მისცემდა შესაბამის კრედიტს", — ამბობს ღავთაძე.
ის ზოგად პრობლემას ხედავს, რომ "მოტყუებულ სხვადასხვა აღმსარებლობის მასწავლებლებს" სახელმწიფო ელაპარაკება ენით, რომელიც არის "აქტივობებში სავალდებულო მონაწილეობა". მისი თქმით, ეს მოცემულობა მწვავდება იმ ფონზე, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების მოუგვარებელი საკითხია.
"ყველაზე მნიშვნელოვან და სათუთ სფერომდე მივიდნენ, რომელიც ეხება ბავშვების განათლებას. იმის ნაცვლად, რომ ტარდებოდეს ღონისძიებები, რაც მოემსახურებოდა ტოლერანტობის ხელხეშყოფას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, მრავალფეროვნების ხელშეწყობას, მივიღეთ სურათი, რომ ტარდება ღონისძიებები, სადაც ლაპარაკობენ წილხვდომილობასა და მის მნიშვნელობაზე", — განაცხადა მაკო ღავთაძემ.
წილხვდომილობის დღე
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადების გამო საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესია ჩაატარა. შესაბამისად, ცვლილება კანონში დაჩქარებული წესით შევიდა. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღის გამო 12 მაისი უკვე ისედაც უქმე დღე.
წილხვდომილობის კანონის დონეზე დამტკიცების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან, 12 მაისთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა მოიწონა და სარეზერვო ფონდიდან ათასობით ლარიც გამოუყო.
ამ გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა. ზოგიერთი ღონისძიება ერთჯერადია და უკვე ჩატარდა. ზოგიერთი კი დღეების, კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სულ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყო, აქედან 696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.
ამავე თემაზე:
- "ღირს არს ჭეშმარიტად" და სხვა ღონისძიებები — რაში დაიხარჯა წილხვდომილობისთვის გამოყოფილი თანხა
- ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობასთან დაკავშირებით სტალინის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა
- წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო
- ვინ დაუჭირა მხარი წილხვდომილობის დღის უქმედ გამოცხადებას — დეპუტატების სია
- სპეციალურად ჩანიშნულ სესიაზე პარლამენტმა ღვთისმშობლისადმი წილხვდომობის დღე უქმედ გამოაცხადა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა


კომენტარები