განახლებული სერვისები ამომრჩველს ცესკოსგან
ფოტო: On.ge
ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 8 ოქტომბერს ამომრჩეველს სთავაზობს, შედეგების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია იქნება. ხმების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს ისაუბრა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის წარდგენისას.
თამარ ჟვანიამ იმ ახალ სერვისებზე ისაუბრა, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს სთავაზობს და იმ ღონისძიებებზეც, რომლებიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ჩატარდა.
თამარ ჟვანიამ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მოხდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო დოკუმენტაციის თარგმნა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება.
კიდევ ერთ ცვლილება, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს სთავაზობს, უსინათლო ამომრჩევლისთვის ადაპტირებული ვებგვერდია.
უსინათლო ამომრჩევლისთვის ცვლილებებია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესშიც. 8 ოქტომბერს ცესკო უსინათლო ამომრჩეველს სპეციალური ბიულეტენის ჩარჩოს შესთავაზებს.
"როცა ჩვენ წარვადგინეთ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიულეტენები, უსინათლოთა კავშირმა ისაუბრა იმაზე, რომ ბრაილის კითხვა საქართველოში ამომრჩევლებმა არ იციან. ამავდროულად, ეს უკავშირდებოდა ფარულობის საკითხსაც, ამიტომ ჩვენ ვიმუშავეთ ალტერნატივაზე. 2014 წელს ჩვენ უბნებზე დავამატეთ გამადიდებელი ლინზა იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც მხედველობა ჰქონდა დაახლოებით 10% ან მეტი. მაშინ ამით ისარგებლა 4 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. წელს გავაორმაგეთ და 2 გამადიდებელი ლინზა გვექნება საარჩევნო უბნებზე. უსინათლო ამომრჩევლისთვის წელს დავაპილოტებთ ახალ, საერთაშორისო სტანდარტის სპეციალურ ბიულეტენის ჩარჩოს. ეს ჩარჩო გვქონდა წინა არჩევნებზე, 2013 წელს, მაგრამ ახლა იქნება განსხვავებული".
გარდა ამისა, ცესკოს ვებგვერდს დაემატა ორი ახალი სერვისი: იპოვე საკუთარი თავი და იპოვე შენი უბანი. ვებგვერდის, ან აპლიკაციების საშუალებით ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და უბანი მოძებნოს.
საარჩევო ისტორიაში პირველად, დავამატეთ აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7 ათას ტერმინალში, რითაც ამომრჩეველთა სია საჯაროდ ხელმისაწვდომი გავხადეთ
"საქართველოში პირველად, საარჩევნო პერიოდში შევქმენით სპეციალური მობილური აპლიკაცია ამომრჩევლებისთვის, ნებისმიერ ანდროიდ სისტემაზე აგებული ტელეფონებით და პლანშეტების მეშვეობით, ამომრჩევლებს აქვთ საშუალება საკუთარი თავი გადაამოწმონ სიაში. ასევე, საარჩევო ისტორიაში პირველად, დავამატეთ აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7 ათას ტერმინალში, რითაც ამომრჩეველთა სია საჯაროდ ხელმისაწვდომი გავხადეთ."
შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ საგრანტო კონკურსებზე, რომელთა მიზანი ამომრჩეველთა ინფორმირება იყო. 14 პროექტი მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობისთვის ჩატარდა, 6 პროექტი კი ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. საერთო ჯამში, პროექტების ბიუჯეტი 570 116 ლარია.
თამარ ჟვანიას განცხადებით, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგზე დაბალი ჩართულობა გამოვლინდა, პოტენციური ქალი კანდიდატებიდან ტრენინგებზე მხოლოდ 53 გამოცხადდა.
ბოლოს ცესკომ ამომრჩეველს ახალ სერვისებთან ერთად ახალი სლოგანი შესთავაზა: "დემოკრატიის სერვისი" - ამ სლოგანით ცესკო 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები