სახალხო დამცველი თამარ ჭოხონელიძეს მხარდაჭერას უცხადებს
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს მხარდაჭერას უცხადებს. მომღერალმა გადაცემა რეაქციაში 17 მაისის აქციებსა და მის მიმართა აგრესიაზე ისაუბრა.
"მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქ-ნი თამრიკო ჭოხონელიძის მიმართ, რომელმაც TV პირველის ეთერში ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად. მინდა ვუთხრა მასაც და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა მოქალაქეებს, რომ ის "სიძულვილი", რასაც, ალბათ, სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აწყდებიან, ძალიან ხელოვნური, გადაჭარბებული და ხშირ შემთხვევაში არარსებულია", — წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.
ომბუდსმენის თქმით, "სიძულვილი და "აგრესია" ხელოვნურად შექმნილი და ორგანიზებულია გარკვეული ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც "თავისუფლად და გაბედულად აფიქსირებენ აზრს, დამაშინებელი გარემო შეუქმნან".
"ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ თავისუფლად, არააგრესიულად და არგუმენტირებულად გამოხატოს თავისი პოზიცია და ამიტომ ქ-ნი თამრიკოს პოზიციონირება მჯერა, რომ გადამდები იქნება სხვებისთვისაც. საზოგადოებამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი "პრიმიტიულები", როგორც ზოგიერთ პოპულისტს სურს რომ წარმოგვაჩინოს, ჩვენ არ ვართ ისეთი აგრესიულები, როგორც რამოდენიმე ჯგუფი ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში დახატოს", — აცხადებს ომბუდსმენი.
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტზე გამოსვლაზე უარი თქვა, თავდასხმისა და ბულინგის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, მომღერალმა თქვა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების დისკრიმინაცია მართებული არაა.
"17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მიერ, ვინც ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი. არც უფალს უთქვამს შენ ვინც არ მგოწონს, ჩაქოლეო, მან სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე", — განაცხადა ჭოხონელიძემ.
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
კომენტარები