ირმა ნადირაშვილი

21 Feb. 2019, 18:56

ქალბატონმა ეკამ [ბესელიამ] გამოსვლის დროს ახსენა თემიდა. თემიდა იყო წინასწარმეტყველი და დედამიწაზე ზევსის სურვილები ჩამოჰქონდა. მახსოვს ის დრო, როცა ქალბატონი ეკა თქვენი ზევსის, ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ძალიან ოსტატურად "აპრავებდა" და რუსთავი 2-ის დახურვის მცდელობას ორ კერძო პირს შორის დავად წარმოგვიდგენდა. 

ახლა ეს აღარ არის მთავარი. ახლა მთავარი ისაა, რომ გაჩნდა პრინციპული განსხვავებები უმრავლესობის შიგნით პოზიციებში. დღეს ქალბატონმა ეკამ უკვე იცის, რომ ნაჯახმომართული დედა ურთმელიძის ოჯახის წევრია. ბატონი ანრი ოხანაშვილისთვის კი დედა არ შეიძლება ყოველთვის დარჩეს დედად და დამოკიდებულია გარემოზე და კონკრეტულ სასამართლო დავაზე.

ირმა ნადირაშვილმა რუსთავი 2-ის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გაიხსენა, რომელმაც საქმის განხილვისას განაცხადა, რომ დედა ოჯახის წევრი არაა, რის გამოც ინტერესთან კონფლიქტი არ ჰქონდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ