მხარს დავუჭერ ეკა ბესელიას ინიციატივას მოსამართლეებზე — აკაკი ზოიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ აპირებს მხარი დაუჭიროს ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე. აკაკი ზოიძემ ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას განმარტა, რომ მხარდაჭერამდე სურს პასუხები მიიღოს კონკრეტულ საკითხზე:
"რას უშვებით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დღეს არიან ვადიანად გამწესებული. მე არ ვემხრობი, რომ 2014 წლამდე დამოკლეს მახვილი დავკიდოთ ამ მოსამართლეებს — თუ კარგად მოიქცევიან მაშინდ ავნიშნოდ უვადოდ, თუ ცუდად — არა. დავუჭერ მხარს რეფორმებს და დავუჭერ მხარს ყველა ინიციატივას, რომლითაც სასამართლო გახდება თითოეული ადამიანისთვის სანდო ინსტიტუტი".
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის ეკა ბესელიამ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენეს. საკანონმდებლო ინიციატივით უნდა შეჩერდეს მოსამართლეების გამწესება უვადოდ, პირველ და მეორე ინსტანციაზე ანუ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.
"საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სპეციალური მუხლია. ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ანუ 2025 წლამდე შეიძლება იუსტიციის საბჭომ არ გამოიყენოს უვადოდ დანიშვნა და პირველად გამწესების შემთხვევაში მოხდეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
სასამართლოს რეფორმა
2019 წელს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10 მოსამართლეობის კანდიდატს ქართულ ოცნებაში დაპირისპირება მოჰყვა. უთანხმოების მიზეზი კრიტერიუმების გარეშე შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები და ამ სიაში ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეები იყვნენ. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სწორედ მოსამართლეთა სიის გამო დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. ის მოუწოდებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკან გაეწვია მოსამართლეთა 10-კაციანი სია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს რამდენჯერმე შეხვდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და დამტკიცების პროცედურების და კრიტერიუმები გაიწერება და სიას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ. კობახიძემ ასევე განმარტა, რომ კანონს უკუძალა ექნება, ანუ სიის განხილვა, რომელიც ახლა პარლამენტშია, ან ტექნიკურად შეჩერდება ან ახალი სია შემუშავდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განმარტებით, სიის უკან გაწვევის სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.
უზენაესის მოსამართლეთა არჩევისა და დამტკიცების წესზე რამდენიმე კანონპროექტი მომზადდება. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე სასამართლო რეფორმის ჯგუფში იმუშავებს. ინდივიდუალურ კანონპროექტზე მუშაობს დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, ის თავის ხედვას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში წარადგენს. თუმცა, გაურკვეველია, ჩართავენ თუ არა ამ ჯგუფის მუშაობაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტში ახალი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს.
ამავე თემაზე:
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები