სანამ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც სხვას აბრალებს, წინ ვერ წავალთ — უგულავა კალაძეს
ფოტო: ტაბულა
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, განცხადება, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა, ცდება ყველა ჯანსაღი აზრის სტანდარტებს, ადამიანობის ფარგლებსა და სამსახურებრივ მოვალეობას.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე, ისაუბრა კანონზე, რომელიც ექსპლუატაციაში არშესულ შენობაში ცხოვრების უფლებას იძლევა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილება 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მიიღეს.
უგულავასთვის მიუღებელია თბილისის მერის მიერ დღეს გამართულ ბრიფინზე წინა ხელისუფლების დადანაშაულება ექსპლუატაციასთან დაკავშირებით 2009 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების გამო.
"დღევანდელი განცხადება ქალაქის მერის, სამწუხაროდ, ცდება ყველა ჯანსაღი აზრის სტანდარტებს, ცდება ადამიანობის ფარგლებს, ცდება სამსახურებრივ მოვალეობას და სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანს ეფიქრა იმ გაჭირვებულ ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის და ჩვენ ვხედავთ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს ქართული ოცნების და ბატონი კალაძის, რომ მათი ინსტინქტი არის მხოლოდ და მხოლოდ, გადაბრალება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სანამ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც სხვას აბრალებს და ვერ იღებს პასუხისმგებლობას, მანამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ", — განაცხადა უგულავამ.
უგულავას განმატებით, 2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციამიუღებელ შენობებში ცხოვრობენ.უგულავას თქმით, პრობლემა არა ეს კანონი, არამედ დამნაშავის დაუსჯელობაა.
"უკანასკნელ წლებში არცერთ ასეთ შემთხვევაზე, არცერთი დამნაშავე გამოძიებას არ გამოუვლენია. არცერთ ასეთ შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია არცერთ კომპანიას არ გაუწევია, ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა, რომელიც მოქალაქეების სასარგებლოდ იყო შეცვლილი", —განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავა „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი და რეალური ინვესტორი უნდა მოიძიონ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება შენობის ექსპლუატაციაში შესვლასთან კავშირში არაა. დღეს, 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განმარტა, რომ არქიტექტურის სამსახური, რომელიც გასცემს სამშენებლო ნებართვას, მშენებლობის დასრულების შემდეგ ამოწმებს რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან ნებართვა და დასრულებული შენობა.
16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფეთქების დღეს ყაზტრანსგაზის ბრიგადა ორჯერ გამოიძახეს და მათ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. კომპანიამ ეს ფაქტი ორი დღის შემდეგ დაადასტურა. მათ თქმით, სპეციალურმა აპარატებმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები