მწერალმა გიორგი კეკელიძემ 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადება გაავრცელა
ფოტო: თამარ წიკლაური
მწერალმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადება ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. გიორგი კეკელიძემ თავის ფეისბუქ პოსტში გარდაცვლილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
"არის ასეთი ქართული სიტყვა – წაყრუება. ყველას გახსოვთ და ყველას წაგვიყრუებია. ძალიან ზუსტი და ჩვენებურია ეს სიტყვა.
ადამიანი კი ამგვარადაა მოწყობილი – რაც პირადად გადახდება, უფრო ცხადად და იოლად აღიქვამს. მეც არაერთხელ წამიყრუებია. ზოგჯერ ისე, რომ დღემდე მტანჯავს და სამუდამოდ გამყვება. როცა დედაჩემმა მითხრა, რომ მამა ძალიან შეუძლოდ დაბრუნდა სოფლიდან, ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივ, აჭარბებდა და იმ დღეს წავუყრუე. შეიძლება საკუთარ თავს ვატყუებდი და ვიმშვიდებდი. არ ვიცი. სულ მგონია, რომ იმ ერთი დღის არგამოტოვებას შეეძლო გადარჩენა ან მერე რაღაცის სხვანაირად წარმართვა", - წერს გიორგი კეკელიძე.
"რაც უნდა საწინააღმდეგო მიმტკიცოს მედიცინამ და გამოცდილებამ, რაც უნდა არგუმენტები მომაშვლოს გონებამ – ასე მგონია. ამ წაყრუებამ ძალიან შემცვალა და გადამაწყო – ბევრი ვინმეს და რამის მიმართ.
ცხადია, არც კონკრეტული ადამიანების განსჯას ვაპირებ (დეტალები, როგორც ვიცი, ჯერაც ირკვევა) და არც უკვე ისედაც სავარაუდოდ შემცდარ ხალხზე კოლექტიური ლაფის სროლის მოყვარული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი საშინელი ამბები, რაც სწორედ გუშინდელი, გუშინწინდელი და ან იმისწინდელი წაყრუების შედეგად მოდის, აწი მაინც უნდა გავითვალისწინოთ.
სიკვდილს ვერავინ უშველის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეს დიდი და გაუგებრად საშინელი ფარდა, სიცოცხლესა და მიღმიერებას შორის, ცოტა ხანი არ ჩამოვწიოთ და გადავავადოთ – მეტი დაკვირვებით, მეტი პასუხისმგებლობით და ნაკლები წაყრუებით. ერთმანეთის გათვალისწინებით და საქმის ცოდნით – გულგრილობით წაყრუება და უცოდინრობით წაყრუება – მსგავს შედეგს გვთავაზობს.
ჩემი დიდი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს", - დაწერა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა.
რა მოხდა დიდ დიღომში?
16 იანვარს საღამოს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა, მათგან ექვსი ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამავე თემაზე:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები