კალაძე: ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ მოქალაქეებზე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მუხრანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის პირობას აძლევს მოსახლეობას, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებენ. ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს:
„ჩვენ ერთად ძალიან რთული გზა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ერთად. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს თითოეული მოქალაქის უფლებები არის დაცული. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივეცით თავისუფლება. დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს ქუჩაში ხელკეტებით არ დასდევენ. მე ნამდვილად მეამაყება ის მშვიდი საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2011-12 წლებში, როცა ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, როგორი ზეწოლა იყო. ჩვენდა საუბედუროდ, თითოეულმა ჩვენგანმა ეს საკუთარ თავზე, ოჯახზე, მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ, თუმცა საამაყოა ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე და დააშანტაჟებენ მათ“.
კახი კალაძის თქმით, ქართული ოცნების გუნდის გამარჯვებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება. მისივე თქმით, ეს სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას.
მან წარმატებები უსურვა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მცხეთის მუნიციპალიტეტში დიმიტრი ხუნდაძეს. თავის მხრივ, ხუნდაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ის პროექტებიც შეახსენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება:
"მუხრანში 2 კვირაში იწყება ყველაზე თანამედროვე ბაღის აშენება. იწყება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება და ვპირდები, რომ ყველა ოჯახში იქნება წყალი, ჯანსაღი ცხოვრების წესი დამკვიდრდება მუხრანში. ვიწყებთ სტადიონების აშენებას”.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები