ყიზილაჯლოში საარჩევნო უბნის ადრე გახსნის მცდელობა და სხვა დარღვევები — მრავალეროვანი საქართველო
ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველო დღეს, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნების გახსნის შესახებ დარღვევების მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ სულ 17 დარღვევა აღმოაჩინა.
დარღვევებს შორის გამოვლინდა: საარჩევნო უბნების გახსნა-მოწყობის, კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების, უბნებზე არაუფლებამოსილი პირის, მარკირების წესის, აგიტაციის, დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების შეზღუდვისა და საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის შემთხვევები.
საარჩევნო უბნის გახსნა და მოწყობა
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. კერძოდ, პირველი ამომრჩეველი მიიღო 09:30-ზე;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის # 89 საარჩევნო უბანზე (ყიზილაჯლო) 6:48-ზე უბნის კომისიის მიერ ადგილი ჰქონდა უბნის გახსნის მცდელობას. ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე უბანი გაიხსნა კანონით დადგენილ დროზე, 7 სთ-ზე;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე არ იწარმოებოდა სადემონსტრაციო ოქმი. ორგანიზაციის დამკვირვებლის სიტყვიერი მითითებით ინციდენტი აღმოიფხვრა;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე (სოფ. იმირი) 8:14 სადემონსტრაციო ოქმში ამომრჩევლის საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი გრაფები არ იყო შევსებული. დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოფხვრა კომისიის მდივანმა.
კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევა
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე არ ჩატარდა წილისყრა კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი და დარღვევა აღმოფხვრა;
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივნის მიერ არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ. ინციდენტი გააპროტესტა დამკვირვებელმა;
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წევრთა შორის ფუნქციების დროებით შეცვლის თაობაზე. დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრა;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის (ყიზილაჯლო) გახსნის შემდეგ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წილისყრა ჩატარდა წესების დარღვევით. დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა და წილისყრა ჩატარდა ხელმეორედ.
უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც უბანზე არაუფლებამოსილი პირის იყო. ინციდენტი აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი;
- მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებამდე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამისილი პირები, რის თაობაზეც მან შენიშვნა მისცა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს და არაუფლებამოსილ პირებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.
მარკირების წესის დარღვევა
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩეველს უკეთებდა მარკირებას, რაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ინციდენტი გააპროტესტა დამკვირვებელმა და ინციდენტი აღმოიფხვრა.
აგიტაცია
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, კერძოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქტივისტები. დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ინციდენტი. კერძოდ იდენტიფიცირებული იყო, რომელსაც ეცვა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური. ინციდენტი აღმოფხვრა დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.
დამკვირვებლისთვის უფლების შეზღუდვა
- ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლება შეიზღუდა. კერძოდ, მას არ მიეცა სადემონსტრაციო ოქმისათვის ფოტოს გადაღების უფლება;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა.
საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა
- მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
სხვა ხარვეზი
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #67 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არასათანადოდ ასრულებდა უფლება-მოვალეობას. დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე უბნის კომისიის თავმჯდომარემ ნაკადის მარეგულირებელი კომისიის სხვა წევრით ჩაანაცვლა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები