ღუდუშაურისა და ჩაჩავას აქციების მფლობელი ოცნების დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძეა
ფოტო: ქართული ოცნება
ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების აქციების მფლობელი, რომლის ექიმებმაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილის ათობით ათასი ლარი შეწირეს, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძეა.
ელგუჯა გოცირიძე On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მითითება შემოწირულობის სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხვასთან დაკავშირებით, არავის გაუცია. მას ასევე უკვირს, რატომ უკავშირებენ მას და ექიმების შეწირულობას ერთმანეთს.
"კლინიკის მენეჯმენტში არ ვერები. საერთოდ, თქვენგან გავიგე პირველად ექიმების მიერ განხორციელებულ შეწირულობაზე. ეს საკითხები საერთოდ არ მეხება და ექიმების გადასაწყვეტია, ვის დაუჭერენ მხარს და როგორ", — ამბობს დეპუტატი.
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა სიაში ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების თანამშრომლები მოხვდნენ. შეწირვების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 2 და 3 ოქტომბერს ზურაბიშვილმა თითოეული ექიმისგან 7-დან 50 ათას ლარამდე შემოწირულობა მიიღო.
On.ge-მ ორივე კლინიკის მხოლოდ 7 თანამშრომლის იდენტიფიცირება მოახერხა, რომლებმაც ჯამში ზურაბიშვილს 154 ათასი გადაურიცხა.
შემწირველთა სია ასე გამოიყურება:
- ნატა ყაზახაშვილი 50 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი;
- ზურაბ დარახველიძე 50 ათასი ლარი - დარახველიძე არის ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი. ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა დროს ჯამში გადარიცხული აქვს 65 ათასი ლარი;
- ნიკოლოზ კინტრაია 20 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი. 2016-17 წლებში ქართულ ოცნებას შესწირა 100 ათასი ლარი;
- პალიკო კინტრაია 10 ათასი ლარი - მეან-გინეკოლოგი, 2002 წლიდან ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 60 ათასი ლარი;
- რევაზ სულუხია 10 ათასი ლარი - ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2016 წელს ქართულ ოცნებას შესწირა 40 ათასი ლარი;
- ლელა ბრეგაძე 7 ათასი - ღუდუშაურის კლინიკის ექიმი. 2016 წელს ქართულ ოცნებას 9 ათასი ლარი შესწირა;
- მარიამ გოცირიძე 7 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის რადიოლოგი. 2016 წელს ქართულ ოცნებას 25 ათასი ლარი შესწირა.
ამავე თემაზე:
- სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბრის 3 დღეში 1 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო
- კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა
- ბიძინა ივანიშვილის ძმამ სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი შესწირა
- არქის მფლობელმა და პარტნიორებმა სალომე ზურაბიშვილს 180000 ლარი შეწირეს
- 50 000 ლარი კოკა-კოლის დირექტორისგან, 40 000 საკუთარ თავს — ზურაბიშვილის შემოწირულობები
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები