ბრალდებების მიუხედავად, ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში არ ერევა
ფოტო: Denis Balibouse
არაერთი ქვეყნის ბრალდების მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში არ ერევა. ამის შესახებ მან სლოვაკურ გამომცემლობა პრავდასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ჩვენი მეთოდი არაა. სხვათა შორის, აქ ჩვენი პრინციპული განსხვავებაა იმ ქვეყნებისგან, რომლებისთვისაც მსგავსი პრაქტიკა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად საყვარელი ინსტრუმენტია".
რუსეთი შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთ ქვეყანას დაუდანაშაულებია. ივლისში საბერძნეთმა რუსეთი ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი გააძევა. საქმე ეხება საბერძნეთი-მაკედონიის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მაკედონიას "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" დაერქმევა. სახელის შეცვლის სანაცვლოდ კი საბერძნეთი ევროკავშირსა და ნატოსკენ მაკედონიის სვლას ხელს არ შეუშლის. საბერძნეთი აცხადებდა, რომ რუსეთი ამ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.
აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებენ. კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე თვეებია იძიებს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურები ასკვნიან, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.
გამოძიების ვერსიით, არჩევნებზე ზეგავლენისთვის რუსეთი ფეისბუქის ყალბ ანგარიშებსა და გვერდებს იყენებდა, რომლებსაც ტროლების ფაბრიკა მართავს. ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის, ბიზნესმენებს, ბრალი წაუყენეს.
რუსეთის ჩარევაზე გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯონათან ალენმაც ისაუბრა. ალენმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაზე ისაუბრა.
"რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში დიდი ხანია ერევა, მათ შორის, მონტენეგროში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, სხვა სახელმწიფოებზე მუდმივი კიბერშეტევები ან დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მცდელობები. რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის დიდი ისტორია აქვს, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ყირიმსა და საქართველოში", - განაცხადა ჯონათან ალენმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები