გეთია: რეზიდენტებს არაერთხელ დაუკრავთ რუსეთში, ვერ ავწონეთ, რომ ამბავი ომის 10 წლისთავზე დაიდებოდა
ფოტო: პირველი არხი
BASSIANI-ს დამფუძნებელი, ტატო გეთია აცხადებს, რომ კლუბის რეზიდენტებს არაერთხელ დაუკრავთ რუსეთში, მათ შორის მოსკოვშიც. მისი თქმით, "სერიოზული ხარვეზი" ჰქონდათ და ვერ გათვალეს, რომ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ომის 10 წლისთავზე დაიდებოდა. ასე გამოეხმაურა გეთია მოსკოვში დაგეგმილი ივენთის გაუქმებას, რომელზეც კლუბის რეზიდენტებს უნდა დაეკრათ.
გეთია ბოდიშს უხდის კლუბის რეზიდენტებს და ამბობს, რომ არ იმსახურებდნენ "იმ ღვარძლს და ტალახს, რაც მათ ბოლო დღეებში მოხვდათ." მისი თქმით, მიუხედავად არათანმიმდევრული და უსაფუძვლო კრიტიკისა, თანამოაზრეებისა და ნაცნობებისგან გულახდილი წყენა იგრძნეს და ღონისძიებაც ამიტომ გაუქმდა.
"ასევე, გარკვეული ძალებისგან წამოვიდა სერიოზული ისტერიული ტალღა, გაშუქდა ტელევიზიებში. მოკლედ, ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა თემას - საუბრები, სხვადასხვა ინტერპრეტაციები გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - წერს გეთია.
გეთია ამბობს, რომ სცენა, სადაც დაკვრას აპირებდნენ რადიკალურად განსხვავდება ტიპური შოუ-ბიზნესისგან. მისივე თქმით, მასთან დაკავშირებულ ადამიანებს აერთიანებთ საერთო ღირებულებები და არა საზღვრები.
"ასევე, იმასაც გეტყვით, რომ არც კლუბს და არც ლეიბლს შემოსავალი (გარდა ამ ჰონორარების 15%-ის) არცერთი შოუქეისიდან არ აქვს, იქნება ეს ბელგრადი, შტუდგარტი, ოსლო, მეხიკო, სანქტ-პეტერბურგი თუ მოსკოვი."
გეთიას თქმით, ხალხი რომელიც იმ ფესტივალში მონაწილეობდა მაისის მოვლენების დროს BASSIANI-ს გვერდით ედგა და მათ გაცილებით მძიმე პრობლემები აქვთ ამ კუთხით საკუთარ ქვეყანაში.
გეთია წერს, რომ თუკი ქართველი საზოგადოება მსგავსი მონდომებით და ძალისხმევით საკუთარ ხელისუფლებას მოსთხოვს "რაღაც-რაღაცეებს, როგორც ბასსიანს" მაშინ უკეთეს სახელმწიფოში იცხოვრებენ.
9 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ კლუბმა ღონისძიება გააუქმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები