თეა წულუკიანის 7 ტყუილი - TI მინისტრის ინტერვიუს აფასებს
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერვიუს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მინისტრმა 10 ივნისს, იმედის ეთერში 7 ტყუილი გააჟღერა.
On.ge გთავაზობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელი სახით:
ტყუილი #1:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პირველივე დღიდან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
პასუხი:
2017 წლის დეკემბერში შს მინისტრი ამბობდა, რომ დანაშაულის ყველა მონაწილე დადგენილი და დაკავებული იყო, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი გამოვლენილი არ იყო.
სახალხო დამცველის შეფასებით, პირველივე დღეებიდან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით ან საერთოდ არ ჩატარებულა.
ტყუილი #2:
პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ მყარი მტკიცებულებები მიეწოდებინა სასამართლოსთვის.
პასუხი:
პროკურატურამ 30 მაისის განმარტა, რომ მირზა სუბელიანმა არაფერი იცოდა საქმის შესახებ.
რამდენიმე დღეში, 9 ივნისს ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
ტყუილი #3:
დღეს ჩვენს ქვეყანაში მოსამართლე არის დამოუკიდებელი.
პასუხი:
უკანასკნელ წლებში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებები, ავტორიტეტული ორგანიზაციების - Human Rights Watch-ისა და Freedom House-ის ანგარიშები მიუთითებს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, კორუფციის რისკებსა და გარე ჩარევებზე.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, "მოსამართლეები მოწყვლადი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, როგორც მართლმსაჯულების სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ."
ტყუილი #4:
"ბევრი ყიჟინი ისმის სასამართლოს რეფორმების ჩავარდნის თემაზე. ბევრჯერ ვთქვი, მე მგონია, რომ ეს ცნებების აღრევის ბრალია."
პასუხი:
თეა წულუკიანის გაჭიანურებული და ხარვეზიანი რეფორმების შედეგად:
- არ გამოსწორდა მოსამართლეთა დანიშვნის წესი, შედეგად კი თანამდებობაზე გადაინიშნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მთავრობის დავალებების შემსრულებლებად ითვლებოდნენ. მაგალითად, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მანუჩარ კაპანაძე და სხვები, რომელთა სახელებიც გირგვლიანის, თეთრაძის, მოლაშვილის და მსგავს გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება.
- წულუკიანი „მესამე ტალღის” რეფორმის პროცესში ლევან მურუსიძესა და სხვა გავლენიან მოსამართლეებთან დათმობებზე წავიდა, რამაც დააზიანა რეფორმა და სისტემაში კლანური მმართველობა გააძლიერა.
ტყუილი #5:
"ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს".
პასუხი:
- "მესამე ტალღის" რეფორმაზე მუშაობისას თეა წულუკიანი დახურულ კარს მიღმა შეხვდა ლევან მურუსიძეს და მისი მოთხოვნები გაითვალისწინა. შედეგად, მაგ., სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა კვლავ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში დარჩა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სპეციალურად გამოთიშეს პროცესებიდან - მინისტრი სასამართლო კორპუსს ნინო გვენეტაძის გარეშე ხვდებოდა.
- თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომისიამ სტრასბურგში მოსამართლის ვაკანსიაზე მხარი დაუჭირა ევა გოცირიძეს, რომელიც მანამდე ლევან მურუსიძის გადანიშვნას მიემხრო.
ტყუილი #6:
მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის კრიტიკის გამო, თეა წულუკიანმა სასამართლოში წარუმატებელ საკადრო ცვლილებებზე პასუხისმგებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხოელ კოლეგებს დააკისრა.
პასუხი:
მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, რომელსაც თეა წულუკიანი აქტიურად უჭერდა მხარს, ვენეციის კომისიამ მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ შეაფასა. ვენეციის კომისიის მოსაზრებას იზიარებდა სამოქალაქო სექტორიც. საბოლოოდ, 2017 წელს გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
ტყუილი #7:
თეა წულუკიანის განცხადებით, მის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ნაწილი ითხოვს.
პასუხი:
იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით თითქმის ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა, ვინც მართლმსაჯულების თემებზე აქტიურად მუშაობს და წლებია ეფექტურ რეფორმებს ითხოვს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები