საქართველოს მნიშვნელობა იზრდება - პრემიერმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის შედეგად, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება.
კვირიკაშვილის შეფასებით, რეგიონში საქართველოს პოზიციიდან და აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება.
"აშშ-ში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებზე ორიენტირებული ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით აღინიშნა" - განაცხადა პრემიერმა აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას.
კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრასა და მის პირად რეზიდენციაში სტუმრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი განიხილეს და ვიცე-პრეზიდენტისგან ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებით მხარდაჭერა მიიღეს.
"ეს გახლავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრირების, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით და რა თქმა უნდა, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ამ კუთხით საერთაშორისო ძალისხმევისა და აშშ-ის მაკონსოლიდირებელი როლის კიდევ უფრო გაძლიერება", - განმარტა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეხვდა, რაც ასევე არის საქართველოსადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება.
პრემიერის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მოწოდება რუსეთს ფედერაციის მიმართ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული;
"დაფიქსირდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნატოს ბრიუსელის ივლისის სამიტის მოახლოების გათვალისწინებით და დიდი იმედი გვაქვს, ასევე კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აშშ-ში გამართულ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, ვაჭრობისა და თავდაცვის საკითხებს ეხებოდა. მან ვიზიტს ძალიან წარმატებული უწოდა და ვიზიტის მაღალ დონეზე მომზადებისთვის ქართულ და ამერიკულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.
ამავე თემაზე:
- მაიკ პომპეო: საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ვმუშაობთ
- მაიკ პომპეო: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას
- პრემიერი: რეგიონში ამერიკული ბიზნესის დასამკვიდრებლად საქართველო იდეალური ბაზაა
- პრემიერი: საქართველოს გაწევრიანება ნატოში ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას კიდევ უფრო განამტკიცებს
- პომპეო: აშშ მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის ნომინანტები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის ნომინანტები ცნობილია
-
"შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა "შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ
გადახედვა
-
შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
-
ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და აღსაყდრებას ულოცავენ
გადახედვა
-
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება | მხოლოდ არქელი პატარებისთვის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება | მხოლოდ არქელი პატარებისთვის
-
ტირანოზავრ Gus-ის საწყისი ფასი Sotheby's აუქციონზე $30 მილიონი იქნება ტირანოზავრ Gus-ის საწყისი ფასი Sotheby's აუქციონზე $30 მილიონი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
გიორგი ტყემალაძე: უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება გიორგი ტყემალაძე: უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს
გადახედვა
კომენტარები