მთავრობამ ცალსახად უნდა თქვას, რომ ძალადობა დაისჯება - ვაშინგტონელი მიმომხილველები 17 მაისზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
17 მაისს ადამიანის უფლებათა დამცველმა და LGBT ორგანიზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ აღენიშნათ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პარალელურად გამოცხადებულ მსვლელობებს და საქართველოს ულტრა-კონსერვატიული და ფაშისტური ჯგუფების მიერ დაგეგმილ დემონსტრაციებს უკავშირდებოდა. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თანასწორობის მოძრაობამ გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
ამერიკის ხმა, რეგიონზე მომუშავე ექსპერტებს დაუკავშირდა კითხვით, თუ როგორ უნდა გააგრძელონ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მუშაობა იმ გარემოში, სადაც მათ უსაფრთხოებას რადიკალური ჯგუფები და დომინანტი რელიგიური ორგანიზაცია უპირისპირდება, რა როლი აქვს მთავრობას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ჯეიმს კირჩიკი ამბობს, რომ დემოკრატიული საზოგადოების ორი მთავარი პრინციპი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაა და საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას ეს პრინციპები ნებისმიერ პირობებში.
"შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ორი ძირითადი პრინციპია. და ეს თავისუფლება ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არაპოპულარულია მათ შეხედულებები. საქართველოს მთავრობისთვის გამამტყუნებელი ვერდიქტია ლგბტ ორგანიზაციების გადაწვეტილება არ აღნიშნონ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მათი უსაფრთხოების გარშემო არსებული ლეგიტიმური შიშის გამო. მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას ზემოთხსენებული პრინციპები ძალადობრივი საფრთხეებს პირობებშიც", - ამბობს ჯეიმს კირჩიკი.
მიუხედავად ლგბტ თემის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებისა, აქტივისტების ნაწილი და მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან მაინც შეიკრიბა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი და უსაფრთხოების ჯებირები იცავდნენ. ისინი არ აძლევდნენ რადიკალური ჯგუფების წევრებს და მათი დემონსტრაციის მონაწილეებს საშუალებას მიახლოებოდნენ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს. აქციის ძირითადმა ნაწილმა დაპირისპირების გარეშე მშვიდ პირობებში ჩაიარა, თუმცა აქციის დასასრულისკენ უცნობმა პირმა ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ კრემერი, რომელიც სხვადასხვა დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა და საქართველოს საკითხებს რამდენიმე ათწლეულია თვალს ადევს, ამბობს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის საკუთარი მოქალაქეებს დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
"ყველა ქვეყნისთვის, და საქართველო გამონაკლისი არ არის, მნიშვნელოვანია საკუთარი მოქალაქეების უფლებებს პატივი სცენ. ეს ვრცელდება ლგბტ მოქალაქეებზეც, რომლებსაც აქვთ უფლება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნონ. და სამწუხაროა, რომ მათ მოუწიათ აღნიშვნის გაუქმება", - ამბობს კრემერი.
კრემერის განცხადებით, მთავრობას აქვს უმცირესობების დაცვის ვალდებულება.
"საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობამ და მოქალაქეებმა ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვან მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, რელიგიური წარმომავლობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ეს არაა საქართველოზე "უცხო ღირებულებების" გავრცელების მცდელობა, ან "ტრადიციულ ღირებულებებზე" შეტევა - ეს ფრაზები ხშირად პუტინისგან გვესმის და საჭიროა ისინი უარვყოთ. ეს არის თანამოქალაქის მიმართ პატივისცემის გამოხატვის და ღირსეული დამოკიდებულების საკითხი. უმცირესობების უფლებები დაცვა, ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობის ფუნდამენტური ვალდებულებაა", - ამბობს ის ამერიკის ხმასთან.
ფრიდომ ჰაუსის ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორის, მარკ ბერენდტის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქცია, რომელიც "საქართველოში მრავალფეროვნების და ტოლერანტობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად, ძალადობის შიშით გაუქმდა".
"ეს ქმნის საშიშ პრეცენდენტს, როდესაც საწინააღმდეგო შეხედულების გამომსვლელების ფაქტორი საკმარისია საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების გაუქმებისთვის. საქართველოს ტოლერანტობის და ისტორიულად, განსხვავებულის მიღების ტრადიცია აქვს. სწორედ ამ კონტექსტში სიძულვილის ჯგუფების მანიფესტაციები უნდა დავგმოთ... მე მივესალმები ეკლესიის მხრიდან ძალადობის უარყოფას. მთავარია, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ეფექტურად დაიცვას მისი მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და ცალსახად აღნიშნოს, რომ მიუხედავად აზრისა და შეხედულებისა, ძალადობა მიუღებელია და დაუყოვნებლივ იქნება დასჯილი", - ამბობს ის.
რადიკალური ჯგუფები თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. ხოლო საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ "ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად მსვლელობა და მასობრივი ჯვრისწერა გამართა. "ოჯახის სიწმინდის დღეს" საქართველოს საპატრიარქო 2014 წლიდან აღნიშვნას, მას შემდეგ, რაც 2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა 17 მაისის აქცია ძალადობრივად დაარბიეს.
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები