დმანისის სოფლებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გაზი არ არის
"ზამთარში ვერც ნორმალურად ვთბებით და ვერც საჭმელს ვაკეთებთ, რადგან გაზი არა გვაქვს", - ამბობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში მცხოვრები ამიდ ოსმანოვი. ვაკეში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ამიდ ოსმანოვის თქმით, სოფელში ბუნებრივი აირი არც არასოდეს ჰქონიათ: "დენს და შეშას ვიყენებთ. ორივეს ცეცხლის ფასი უკიდია. ერთი მანქანა შეშა 600-700 ლარი ღირს. სოფელში მცხოვრები ხალხის დიდი ნაწილი უმუშევარია. შეშის ყიდვა და ზამთარში თავის გატანა ძალიან გვიჭირს".
ამავე სოფელში მცხოვრები ჯამილა ეიუბოვა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის არარსებობა განსაკუთრებით ქალების მდგომარეობას ამძიმებს:
“ცეცხლზე უნდა მოვამზადოთ საჭმელი, გავაცხელოთ წყალი სარეცხის და ჭურჭლის გასარეცხად. ერთი სიტყვით, კი არ ვცხოვრობთ, ვიტანჯებით. დიდი ხანია ვითხოვთ გაზის შემოყვანას. შესაბამის ორგანოებსაც მივმართეთ, მაგრამ ჩვენი პრობლემები არავის აინტერესებს.”
ვაკეში გაზის ცენტრალური მილსადენი გადის. ამ მილსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირით მეზობელი სომხური და ქართული სოფლები მარაგდება. “იმ სოფლების დიდ ნაწილში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გაზი არ არის. საქართველოს გაზით აზერბაიჯანი ამარაგებს, ჩვენ - აზერბაიჯანელები კი აქ გაზის გარეშე დაგვტოვეს,” - ამბობს ადილხან იუსუბოვი.
ვაკის საკრებულოს თავმჯდომარე ბახრამ მურადოვი აცხადებს, რომ სოფლის პრობლემის შესახებ ყველა შესაბამისი ორგანო უკვე ინფორმირებულია: “პირველ რიგში მეზობელი სოფლების გაზიფიცირების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ იმ სოფლებში უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. მე ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ ამ პრობლემაზე და ყველა შეხვედრაზე სოფლის გაზიფიცირების საკითხს დღის წესრიგში ვაყენებ. ხელისუფლება საქმის კურსშია და სოფელში გაზის გაყვანის სამუშაოები წელს დაიწყება.”
გაჭირვებული ოჯახები საბურავებს წვავენ და ისე თბებიან
ბუნებრივი აირი არც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში აქვთ.
ილმაზლოელი ვაზი ბაბაევის თქმით, მისი ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი შეშის შეძენაზე იხარჯება: "ან შეშა უნდა ვიყიდოთ, ან პროდუქტი და ტანსაცმელი. არა გვაქვს გაზი და ასე გამურულები დავდივართ".
ილმაზლოში მცხოვრები რაფიგ ბაბაევი ამბობს, რომ მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას გაზიფიცირების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მალაჰათ ილმაზოვა იხსენებს, რომ მარნეულის მერიას სოფელში გაზის გაყვანის თხოვნით ბოლოს 2017 წლის 18 აპრილს მიმართეს: “მარნეულის მერიაში მივედით, წერილიც დავწერეთ, ქართულადაც და აზერბაიჯანულადაც. გვითხრეს, რომ 2017 წლის ზაფხულში გაზი უკვე გვექნებოდა. მას შემდეგ 1 წელი გავიდა, მაგრამ გაზი ისევ არა გვაქვს.”
ილმაზლო - აქ მოსახლეობა შეშით თბება
გაზი არც ქეშალოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს აქვს. ქეშალოში დაახლოებით 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ერთი ნახევარი გაზით უზრუნველყოფილია, მეორე ნახევარი კი - არა.
ქეშალოელი ადალათ ალიევი ამბობს, რომ ცენტრალური მილსადენიდან სხლებამდე გაზის გაყვანა ფასიანია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადხდის საშუალება არა აქვს: “გაზი რომ გამოიყვანონ, თანხას ითხოვენ, თითო ოჯახისგან 1000 ლარს. 1000 ლარის გადახდის საშუალება არა გვაქვს, ამიტომაც გაზის გარეშე დაგვტოვეს.”
ქეშალოში მცხოვრები აბდულა ალიევი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ბევრი გაჭირვებული ოჯახი იძულებულია, საწვავად საბურავები გამოიყენოს: “ვისაც ძალიან უჭირს, იძულებულია ღუმელში საბურავები დაწვას და სახლი ისე გაათბოს. სოფელში ვისაც გინდათ ჰკითხოთ, არავინ იცის მერის და საკრებულოს თავმჯდომრის ტელეფონის ნომერი. ისინი ჩვენთან არ მოდიან, არ ინტერესდებიან ჩვენი პრობლემებით და არც მათთან კონტაქტის შესაძლებლობა გვაქვს”.
რაულ მუფტიევი დასძენს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გაცემული არცერთი დაპირება არ შეასრულა: "არჩევნების წინ დაგვპირდნენ, რომ გაზსაც გამოიყვანდნენ და გარე განათებასაც გააკეთებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარე განათების ბოძები მოიტანეს და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში განათება გვექნებოდა. არჩევნები დასრულდა თუ არა, მოვიდნენ და ბოძები წაიღეს".
მარნეულის მერის რწმუნებული ილმაზლოსა და ქეშალოში, ასიფ იუზბაშოვი აცხადებს, რომ ქეშალოში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს: “გაზის უშუალოდ სახლში შეყვანის სამუშაოებს კერძო კომპანია ასრულებს. არ ვიცი, რა თანხას ითხოვს ეს კომპანია მოსახლეობისგან. ამიერიდან მოვითხოვთ, რომ მოსახლეობამ მათ თანხა მხოლოდ ბანკის მეშვეობით გადაუხადოს. ილმაზლოში გაზიფიცირების სამუშაოები წელს დაიწყება. უკვე გადაწყვეტილია და გაზი ალგეთსა და ამბაროვკაშიც შევა.”
ოფიციალური ინფორმაციით, წელს გაზიფიცირების სამუშაოები 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდება და ბუნებრივ აირს, ჯამში კიდევ დაახლოებით 17 517 ოჯახი მიიღებს. ამ სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. იმ სოფლებს შორის, რომლებიც წელს ბუნებრივ აირს მიიღებენ, ქვემო ქართლში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რამდენიმე სოფელიც არის.
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
კომენტარები