მარგველაშვილი: სიტუაციის დასტაბილურებამდე თავი შეიკავეთ თურქეთში მგზავრობისგან
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებას მისი პრესსამსახური უცვლელად გთავაზობთ:
“პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თურქეთის სამოქალაქო და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.
მე პირადად გამოვხატავ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანისადმი და დარწმუნებული ვარ,რომ უახლოეს მომავალში დესტაბილიზაცია დაიძლევა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
მსურს დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ და ჩვენ ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამასთანავე, მინდა ვურჩიო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სიტუაციის სრულად დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ თურქეთში მგზავრობისგან.
საქართველო, ამ კონკრეტულ ვითარებაში, დაცულია. ჩვენ, ამ ვითარებასთან მიმართებაში, საგანგებო ზომებს არ ვატარებთ.
რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთანავე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის სტაბილურობა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალის მიერ მართული. ბუნებრივია, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და,ამ თვალსაზრისით, თურქეთის სტაბილურობა ჩვენზე აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვართ,რომ ვითარება უახლოეს საათებში განიმუხტება.
რაც შეეხება საზღვარს, ეს არის მყისიერი მოქმედება და ეს არ არის საბოლოო საზღვრების ჩაკეტვა. ეს ხორციელდება მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზე. რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, როგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდება, აღდგება.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება“.
თურქეთში 15 ივლისს სამხედროების ჯგუფმაგადატრიალება სცადა, მათ იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტზე, დაიკავეს ტელევიზიები და სტამბოლში მდებარე ხიდები. თუმცა, ამ დროისათვის სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. თურქეთის პრეზიდენტმა გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად შეაფასა, უკვე დაკავებულია 750–ზე მეტი პირი, ძირითად, სამხედროები. შეტაკებებს სტამბოლსა და ანკარაში 60 ადამიანი ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.
-
მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს
გადახედვა
-
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ
გადახედვა
-
რუსეთი აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვიეს რუსეთი აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვიეს
გადახედვა
-
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
-
აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
-
"ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს "ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს
გადახედვა
-
მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად
-
საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
გადახედვა
-
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
-
მამუკა მდინარაძე: მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ასეთ შემთხვევებთან [პოლიციელების ძალადობასთან] დაკავშირებით რეაგირება მექნება მამუკა მდინარაძე: მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ასეთ შემთხვევებთან [პოლიციელების ძალადობასთან] დაკავშირებით რეაგირება მექნება
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
-
სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ
გადახედვა
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
კომენტარები