რა წერია მერვე კლასის წიგნში მარიხუანას შესახებ - დემონიზაციისა და სტიგმის საფრთხე
თბილისის 151-ე სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომელის მერვე კლასის ბიოლოგიის წიგნშიც მარიხუანას შესახებ დემონიზაციისა და სტიგმის საფრთხის შემცველი ინფორმაცია წერია. სწორედ ასე აფასებენ წიგნში მარიხუანას შესახებ ინფორმაციას მშობლების ნაწილი და ამ საკითხზე მომუშავე დარგის სპეციალისტები.
ბიოლოგიის წიგნში ვკითხულობთ, რომ მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად, "ბოდვითი აზროვნებისკენ მიდრეკილება ვითარდება. დიდი დოზით სისტემატურმა მოხმარებამ კი შეიძლება ფსიქოზი გამოიწვიოს". გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო აზიანებს სასუნთქ სისტემას და ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც ბევრად უფრო მაღალია.
"მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტით ერთი ულუფა მარიხუანა ხუთი ღერი სიგარეტის ტოლფასია", - წერია წიგნში.
On.ge-მ წიგნის შესახებ 151-ე სკოლის მერვე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლისგან შეიტყო. მშობლის თქმით, ინფორმაცია მცდარი და არაადეკვატურია. მისთვის გაუგებარია, როგორ გაიარა ისეთმა წიგნმა ავტორიზაცია, რომლითაც მასწავლებლები მოსწავლეებს დაუზუსტებელ ინფორმაციას აწვდიან და სტიგმის გაღრმავებას ხელს უწყობენ.
იმის შესამოწმებლად, შეიცავს თუ არა გაკვეთილი მცდარ ინფორმაციას, ან რამდენად პრობლემურია საკითხი, On.ge-მ დაბეჭდილი ტექსტი წამალდამოკიდებულებისა და ნივთიერებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს გადაუგზავნა.
ფსიქოთერაპევთ, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ტექსტი მოსწავლეებს მარიხუანას შესახებ ცალსახად მცდარ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, მარიხუანას მოქმედების შედეგებზე დაწერილი ინფორმაცია გადაჭარბებული და გამძაფრებულია.
"უცნობია ინფორმაციის წყარო და უსამართლო და არასწორია ამ შედეგების განზოგადება მარიხუანას ყველა მომხმარებელზე. როგორც რეკრეაციულ, ასევე, მუდმივ მომხმარებელზე. წინასწარ შიშის და მომხმარებლებზე სტიგმის დათესვა არ მიმაჩნია მართებულად. ჰალუცინოგენი ფსიქოაქტიური ნივთიერებები წარმოადგენს იმ ნივთიერებათა ჯგუფს, რომლის შედეგიც და ეფექტიც ინდივიდუალური და საკმაოდ განსხვავებულია", - ამბობს გიორგი წოწკოლაური და დასძენს, რომ მსგავსი ინფორმაცია სტიგმას აღრმავებს.
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის, დათო სუბელიანის თქმით, მოკლე ინფორმაცია მცენარე კანაფის შესახებ ცალსახად მიკერძოებული და სტიგმის შემცველი ენითაა დაწერილი.
"მარიხუანას დემონიზაციის ნაცვლად, ტექსტი მიზნად უნდა ისახავდეს მოსწავლეებს მიაწოდოს, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, და მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილოს იმ რისკებზე, რომელიც ამ ასაკის ადამიანების მიერ კანაფის გამოყენებას ახლავს თან", - განმარტავს ის.
მისი აზრით, ტექსტი კარგი ანარეკლია ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის, სადაც მიუხედავად რიტორიკისა, სახელმწიფო არაფერს აკეთებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული სისტემის ასამუშავებლად.
"დღეს სკოლა ვერ ახერხებს მოზარდები აღჭურვოს იმ ინფორმაციით, რომელიც მათ დაეხმარება გაუმკლავდნენ გამოწვევებსა და რისკებს, რომელთაც ისინი აწყდებიან. არ არის გასაკვირი, რომ ბოლო ევროპული სასკოლო გამოკვლევის მიხედვით, ქართველი მოზარდების მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება მეტწილად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს", - ამბობს დათო სუბელიანი.
სახელმძღვანელოს, რომელიც დარგის ექსპერტების თქმით, დაუსაბუთებელ ინფორმაციას შეიცავს, გრიფირება აქვს გავლილი. იმის გასარკვევად, რაზე დაყდნობით მისცეს ბიოლოგიის წიგნს გრიფირება და არის თუ არა ერთ-ერთი მოთხოვნა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება, განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. On.ge უწყებიდან პასუხს მესამე დღეა ელოდება.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა




კომენტარები