ჟენევის დისკუსიის მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ
ფოტო: რადიო თავისუფლება
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის მონაწილეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს. მხარეები განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დუნდუას განცხადებით, რუსეთმა კონსტრუქციულ მსჯელობას თავი აარიდა.
"ამით რუსეთმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს. ყოველივე ამის შემდეგ რთული იყო საგნობრივი მსჯელობა ერთიან განცხადებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ", - თქვა დავით დუნდუამ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, დისკუსიის მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ თუ რისი ჩაწერაა საჭირო ტექსტში. თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.
"აქცენტი კეთდება სტატუსზე და 2008 წლის შეთანხმებაზე, რაც ასევე განსხვავებულად ესმით თბილისში, სოხუმი, ცხინვალში, მოსკოვსა და სხვაგან", - განაცხადა გრიგორი კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რუსეთის ფედერაციამ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღო.
გრიგორი კარასინის თქმით, სირთულის მიუხედავად, დიალოგი კონსტრუქციული იყო, თუმცა დრო და დრო ემოციურიც.
"განვიხილეთ არასასიამოვნო, სერიოზული და ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქის ტატუნაშვილის გარდაცვალებას, გავიხსენეთ ოთხოზორიას საქმეც და დეტალური საუბარი იყო საქართველოს, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის", - თქვა კარასინმა.
ჟენევაში მეორე დღეა მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, რუსეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები