ძლიერი ქარის შედეგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ფოტოები)
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საქართველოში ძლიერი ქარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75 სხვადასხვა რეგიონში.
უწყების განცხადებით, თბილისში, გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონში. მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს.
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
თბილისში, დიდ დიღომში, ხატაეთის ქუჩაზე, ქარმა შენობას სახურავი ახადა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა აყრილი თუნუქის ფურცლები მოხსნა.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თბილისში, დიდ დიღომში, ქარმა რესტორან "რიტორს" სახურავი გადახადა. დაზიანდა მაღალი ძაბვის კაბელი.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საჩხერეში, ქარმა სოფელ გორისის საჯარო სკოლას სახურავი ახადა. მაშველებმა საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
სამტრედიაში, სოფელ ჭოგნარში, წაქცეულმა ხეებმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლაში, ქარმა შენობასს სახურავი ახადა. ქარის შედეგად დაზიანებული, საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები მაშველებმა ჩამოხსნეს.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
სტატია განახლდება
ამავე თემაზე: როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - რეკომენდაციები
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები