რუსეთის საქმესთან დაკავშირებით, სპეცპროკურორი დონალდ ტრამპს დაკითხავს
ფოტო: AP
სპეცპროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაკითხვას გეგმავს. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. გამოცემის თქმით, ცნობა ამის შესახებ მათ გამოძიების პროცესში საფუძვლიანად გარკვეულმა პირმა მიაწოდა.
წყაროს ცნობით, მიულერმა პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის სურვილი, დეკემბერში ტრამპის პირად იურისტებთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გამოძიება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და თავად პრეზიდენტიც მზადაა, მივიდეს დაკითხვაზე და ყველა შესაძლო კითხვას გასცეს პასუხი. თეთრი სახლის ადმინისტრაცია საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. არსებული ინფორმაციით, მიულერის გუნდის წევრები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ტრამპის პირად იურისტებს, ჯონ დაუდს და ჯემ სეკულოუს, რათა განიხილონ და შეათანხმონ პრეზიდენტის დაკითხვის დეტალები.
დეკემბერში თეთრი სახლის იურიდიული სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ სპეცპროკურორის გუნდმა უკვე დაასრულა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების დაკითხვა. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დონალდ ტრამპ უმცროსსა და რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიას შორის 2016 წლის ზაფხულში გამართულ შეხვედრაზე. ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე უმცროსი ტრამპი ჰილარი კლინტონის მაკომპრემეტირებელი მასალების მიღებას ცდილობდა.
წინა თვეებში, აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მრჩეველს მაიკლ ფლინს და მისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს. ფლინს ცრუ ჩვენებებისთვის, ხოლო მანაფორტს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება წაუყენეს.
დონალდ ტრამპი საქმეზე ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. შაბათს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ წინაასაარჩევნო პერიოდში მისი შტაბს დანაშაული არ ჩაუდენია: "რუსეთთან არანაირი წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა. ჩემი ინფორმაციით, გამოძიება პირადად ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, შეიძლება, ჰილარის წინააღმდეგ ასეთი გამოძიება მიმდინარეობს, მე არ ვიცი, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს".
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები