ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნების გამო, ქართველი მწერლები საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ
ფოტო: გამომცემლობა დიოგენე
ქართველი მწერლების, პოეტებისა თუ ლიტერატურათმცოდნეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ. მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი მაუწყებლის მიერ, პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, ნაცემი პოეტის, ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნება გახდა. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
აი, რას ამბობენ ხელოვანები
ნენე კვინიკაძე, მწერალი: #ბოიკოტისაზმაუს ღირებულებისაგან დაცლილი, პროგრესის მიზანმიმართულად შემაფერხებელი, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი ბოროტი ორგანო.
ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე: #ბოიკოტისაზმაუს რასაც თქვენ აკეთებთ, ტელევიზიის ისტორიაში არ უკადრებია არავის სუსლოვის ტელევიზიის ჩათვლით. არა მარტო იმიტომ, რომ პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ კაცს შავრაზმელებს უგდებთ საჯიჯგნად და ამით ცდილობთ პოლიციური ძალადობის და მოქალაქის წამების გადაფარვას და გამართლებას. თქვენ მოძალადე პოლიციელებზე უარესი დამნაშავეები ხართ და ხელები უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში გაქვთ დასვრილი. სინდისზე და ნამუსზე თქვენთან ლაპარაკს და თქვენს შერცხვენას აზრი აღარ აქვს. არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც თანამდებობიდან წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ.
ლაშა ბუღაძე, მწერალი: მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!
პაატა შამუგია, პოეტი: საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ქვეგანყოფილებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვერდში დაუდგა უდანაშაულო ადამიანის მწამებელ სადისტ პოლიციელებს და იქცა მათი პროპაგანდისტული, შეთითხნილი ვიდეოს გამავრცელებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში დაბლოკა პრემიერ მინისტრის გინება, მაგრამ დაუყოვნებლივ გაუშვა პოეტის გინება, რითაც სადისტი პოლიციელების სახეზე შერჩენილი ფურთხის ჩამოწმენდას ეცადა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გახდა შიზოგადოებრივი მაუწყებელი. #ბოიკოტისაზმაუს
მაშო სამადაშვილი, ლიტერატურის მენეჯერი: #ბოიკოტისაზმაუს ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა არაფერია თუ არა მოქალაქის გაწირვა და მისი უსაფრთხოების გარანტიის ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეს, საზოგადოებას კი ძალიან უადვილდება სიძულვილის გამოხატვა, თქვენ გაიმეტეთ ადამიანი საჯარო და დაუნდობელი ანგარიშსწორებისთვის. იმის მაგივრად რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების ასამაღლებლად მუშაობდეთ, თქვენ ზიზღს თესავთ და ამას სწორედ ის ადამიანები მოუღებენ ბოლოს, ვინც ხელფასებს გიხდით!
რატი ამაღლობელი, პოეტი: რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს - მაუწყებლის რადიოში; ხმების ისტორია, ტელე სივრცეში, ჩემი წიგნი და სიტყვების თამაში. დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით - აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედიასაშუალებასთან, როგორც რესპონდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს
გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: #ბოიკოტისაზმაუს დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ საზოგადოებრივი კი არა, ბრბოს ტელევიზია ხართ, „ასავალ-დასავლისა“ და „მარშალპრესისგან“ არ განსხვავდებით. როგორც დღეს 1930-იანი წლების საბჭოთა პრესა განიხილება ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურების იარაღად, ასევე შევა ზვიად რატიანის დაკავების ვიდეო ჟურნალისტური ზნედაცემულობის ნიმუშად.
გვანცა ჯობავა, გამომცემელი: საზოგადოებას არ გვჭირდება ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი! ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნებით, სადაც არ ჩანს არც მისი დაკავების ამსახველი კადრები, არც ის, როგორ მივიდა იგი ამ ზომამდე, არ ჩანს მისი უმოწყალოდ ცემის კადრები, თქვენი ეს ქმედება, ჯალათობაზე უარესია, თქვენ გაწირეთ უდანაშაულო ადამიანი და საჯიჯგნად მიუგდეთ ისევ თქვენ მიერვე სიცრუეში შეყვანილ საზოგადოებას. ისეთი უგუნურები გგონივართ, რომ ამ დამონტაჟებული კადრებით გინდათ ბრბოდ გვაქციოთ და გვმართოთ. დამნაშავე ხართ ზვიადის და მთელი საზოგადოების წინაშე, არაფერი გაგამართლებთ, საერთოდ არაფერი. სამარცხვინოები ხართ მთელი მენეჯმენტი, ასე ურცხვად რომ მიეყიდეთ ბოროტმოქმედებს, თანამონაწილეები და ახლა უკვე უმთავრესი შემოქმედები გახდით ამ ამბის.
გილოცავთ! ამას ნამდვილად სჭირდებოდა დიდი მოხერხება! სიძულვილსაც დამსახურება უნდა!
#ბოიკოტისაზმაუს
ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი: მაშინ, როცა სხვა მედიასაშუალებებმა თავი შეიკავეს ზვიად რატიანის ვიდეო ჩანაწერის გავრცელებისგან, ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - მედიამ, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტებისა და მედია ეთიკის პირველი დამცველი უნდა იყოს. ცხადია, ეს საქციელი არაეთიკურია. შესაბამისად, #ბოიკოტისაზმაუს.
თინა მამულაშვილი, გამომცემელი: ის, თუ როგორ გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიუჟეტი ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მაუწყებელი სულაც არ არის მოწოდებული იყოს საზოგადოების სამსახურში და ობიექტურად და მრავალმხრივად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები. საზოგადოების დაფინანსებით შექმნილი არხი პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების ამსახველი უნდა იყოს და არა რომელიმე სამინისტროს ან მით უმეტეს, კერძო პირის ინტერესებისა.
მაია ბადრიძე, მთარგნელი: ჩეკისტური მეთოდებით გაწვრთნილი, თავზარდამცემი ქცევებით, სიძულვილის მიზანმიმართული გაღვივებით ცდილობთ იმ დანაშაულის ლეგიტიმაციას, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ეს ბადებს ეჭვს, რომ თქვენ შემდგომი მასიური თავდასხმების ლეგიტიმაციის საფუძვლებს ამზადებთ. თქვენ ეს არ უნდა გაგივიდეთ.
ხათუნა ცხადაძე, მწერალი, მთარგმნელი: #ბოიკოტისაზმაუს თქვენ საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხართ ანგარიშვალდებულები!! თქვენც და შსსც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ცხოვრობთ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დგომას, მათ შანტაჟს და ტერორს არ გაპატიებთ!
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: გალაკტიონიც სვამდა თურმე და მუდმივად მთავრობას და მწერალთა კავშირს აგინებდა, ვაჟა ფშაველა ცნობილი ჩხუბისთავი იყო, ალქესანდრე ყაზბეგსაც მეტსახელად მოჩხუბარიძეს ეძახდნენ და კლეპტომანიის ბრალდებით ალბათ მუდმივად საპყრობილეში მოუწევდა ყოფნა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იქნებ ჩვენი დიდი პოეტების საქმეები ამოქექოს და საბრალდებო სიუჟეტებად აქციოს? იქ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი რეაქციულ საინფორმაციო არხად იქცევა, სადაც მიზანი სიმართლის გარკვევა კი არა, აგრესიის გაღვივებაა, სადაც ის საზოგადოების კი არა, კონკრეტული უწყბების სამსახურშია, ვფიქრობ, რომ თავისუფალი სიტყვისთვის, წიგნისთვის თუ შემოქმედებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება. შესაბამისად, ბოიკოტს ვუცხადებ საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელმაც “რატიანის საქმე” შექმნა.
შოთა იათაშვილი: თქვენ ხართ აგრესორები. თქვენ გინდათ საზოგადოება აქციოთ ველურ ბრბოდ, რათა ის ლინჩის წესით გაუწორდეს სისტემის მიერ უკვე ისედაც ნაწამებ ადამიანს. თქვენ ამის მერე კიდევ ბევრი ადამიანის გაწირვა მოგინდებათ. და თქვენ თავს საზოგადოებრივ მაუწყებელს უწოდებთ. დაანებეთ საზოგადოების სახელით ლაპარაკს! და საერთოდ ლაპარაკს დაანებეთ თავი! #ბოიკოტისაზმაუს
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები