მამუკა ბახტაძე: დღეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
"დღეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა. ბანკს აქვს დივერსიფიცირებული და დინამიური პორტფელი საქართველოში, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: წყალმომარაგება, გზების მშენებლობა, ენერგეტიკა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ADB აქტიურად უჭერს მხარს პრემიერის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას და მის შემადგენელ კომპონენტებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანას მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო დახმარების გარდა, ის თანადგომა, რასაც ვიღებთ ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბება. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ADB ახორციელებს CAREC-ის ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად მთელი რეგიონისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა: ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე ორი მნიშვნელოვანი დერეფანი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი (ნატახტარი- ჟინვალის მიმართულება).
"ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აზიის განვითარების ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა აქტივობა კერძო სექტორშიც, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მომავალ წელს, ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. იმედი მაქვს, მომავალი ათი წელი, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისს თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით, წინ დიდი მიღწევები გველოდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები